ალასანია თეა წულუკიანს ზურაბ ადეიშვილს ადარებს
„ის იქცევა როგორც ზურაბ ადეიშვილი იქცეოდა როდესაც ის იყო იუსტიციის მინისტრი,“-ასე ახასიათებს ირაკლი ალასანია ყოფილ თანაგუნდელს თეა წულუკიანს.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერის თქმით წულუკიანმა ივანიშვილისთვის ერთგულების დასამატკიცებლად საკუთარ პრინციპებზე უარი თქვა. ირაკლი ალასანია ამტკიცებს, რომ მოსამართლეების ნაწილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საიდუმლო გარიგება შედგა, რომელიც სამართლებრივად თეა წულუკიანმა გააფორმა. ამის დასტურად მას სასამართლოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოჰყავს, რომლის თანახმადაც სასამართლოების თავმჯდომარეებს თანამდებობებიდან ვადაზე ადრე აღარ გაანთავისუფლებენ.
„წულუკიანმა შეცვალა გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უშუალო მითითებით ამით ხელი შეუწყო, რომ ის ადამიანები, რომლებიც მისი გადმოსახედიდანაც არ უნდა ყოფილიყვნენ სასამართლოს თავმჯდომარეები, რომლების წარსულსაც მე არა მივუბრუნდები და მათი შეცვლის სურვილი ჰქონდა, უცებ საკუთარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა, რომ დაუდასტუროს ერთგულება ბიძინა ივანიშვილს,“-აცხადებს ალასანია.
