შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები და მეგობრები ისანი-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილებასთან შეიკრიბნენ და აქციას მართავენ. ისინი სამართალადამცველებს პაკელიანის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დროულად ჩაატაროს და დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებიც მათი თქმით, შოთა პაკელიანის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში იღებდნენ მონაწილეობას.
უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველის შეფასება ე.წ. მოსმენების კანონზე უტრირებულია. უჩა ნანუაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ ახალ კანონში სრულად არის გათვალისწინებული როგორც მოქალაქეთა ინტერესები, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი.
პაკისტანში ეკლესიის მსახურმა მომლოცველები აწამა და ცემით მოკლა. ტრაგედია პენჯაბის პროვინციაში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, მკვლელი აბდულ ვაჰიდია. მან 20 მომლოცველი მოკლა, 4 კი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.
მოსკოვში ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილო ხალხის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მიტინგი სოციალური ქსელებით დაიგეგმა და არასანქცირებულია, რის გამოც პროკურატურამ მოსახლეობა მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების შესახებ გააფრთხილა და აქციაში მონაწილეობისაგან თავის შეკავება ურჩია.
პარლამენტმა აუტისტური სპექტრის ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებს უმასპინძლა. ღონისძიებაზე აუტისტური სპექტრის გიორგი სიჭინავას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს მსოფლიო 2008 წლიდან აღნიშნავს. ღონისძიებას ესწრებოდა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც.
ცენტრ პოინტის საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. ჯაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ცენტრ პოინტის საქმეზე შერჩევით სამართალზე საუბრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ რჩეულიშვილის ოჯახის სამი წევრის დაკავებით დაზარალებულების პრობლემები ვერ მოგვარდება.
ორ ბოთლ ლუდში გადახდილი სამი ათასი ლარი - თბილისში ინდოელ ტურისტებს თანხა გამოსძალეს. ინციდენტი ლესელიძეზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ტურისტებს იძულებით წაართვეს ტელეფონიც.
სახალხო დამცველი ე.წ. მოსმენების კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, შემოთავაზებული მოდელი სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს, მათ შორის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ნანუაშვილის განცხადებით უახლოეს დღეებში მისი უწყება სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს, რომელიც უკვე მზადდება.
შოთა პაკელიანის ოჯახს წევრები ისანი-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილებასთან 16:00 საათზე გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ. ისინი პოლიციის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს შოთა პაკელიანის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ და სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ.
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.
103news.com — международная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.
Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).
103news.com — живые новости в прямом эфире!
В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.