ამირან გამყრელიძე: ჩვენთან რაც შემოდის, ის ვაქცინები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული და უსაფრთხოა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს მოსახლეობის 60-70% რომ აიცრას, საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და პანდემიას დამარცხება შესაძლებელი გახდება. როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პანდემიის დამარცხების ერთადერთი იარაღი ვაქცინაა. „მოგეხსენებათ, ამ ვირუსზე პირდაპირი მოქმედების წამალი არ არის. დღეს მხოლოდ და მხოლოდ არის ის რეგულაციები და შემზღუდავი ღონისძიებები, რაც გამოიყენება და უკვე ...