ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული 13 პირის ოჯახის ახლობლებმა მაგისტრალი გადაკეტეს
ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. სამართალდამცველები ცდილობდნენ გზის გათავისუფლებას, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეების განაცხადებით, ამ დროისთვის დაკავებული 13 პირი უკანონო პატიმრობაში არიან და უნდა გათავისუფლდნენ. „13 ახალგაზრდაა დაკავებული. იყვნენ მაშველები, გადაარჩინეს 42 ადამიანის სიცოცხლე. რაღაც ინციდენტი მოხდა და ყველას ერთნაირი სასჯელი ...