"გირჩი" და "ოცნება" საარჩევნო სიებში ქალთა კვოტებს აუქმებენ - რა არის შეთანხმების მიზანი?
მომავალ არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება, რომ პარტიულ სიებში ქალი კანდიდატები კანონით განსაზღვრული კვოტებით ჩასვან. ლიბერტარიანული პარტია „გირჩის“ ეს ინიციატივა, მმართველი „ოცნების“ მხარდაჭერით, დაჩქარებული წესით განიხილება და, დიდი ალბათობით, მალე დამტკიცდება.