ირაკლი კობახიძე თბილისის "დინამოს“ „აგენტების კანონზე“ განცხადების გამო აკრიტიკებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისს" „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო განცხადების გამო აკრიტიკებს. მან მთავრობის სხდომა სწორედ კლუბის ხელმძღვანელობის კრიტიკით დაიწყო, ისაუბრა სპორტში „ქართული ოცნების“ მმართველობის განმავლობაში არსებულ მიღწევებზე და გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობა“.