საქართველოში ტურიზმი ფხიზლდება, მაგრამ პანდემიამდელ წარმატებას ჯერ ვერ იბრუნებს
რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2024 წლის I კვარტლის [იანვარი-თებერვალი-მარტი] მონაცემებით, რუსეთიდან შარშანდელთან შედარებით 16%-ით ნაკლები, 215 ათასზე მეტი ვიზიტი შედგა. კლების მიუხედავად, საქართველოში რუსი ტურისტები მაინც მეორე ადგილს იკავებენ.