საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი - მმართველი გუნდი ცვლილებას ამზადებს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში მმართველი გუნდი ახალ ცვლილებას ამზადებს. ინიციატივის მიხედვით, რომელიც პარლამენტში ეკა ბესელიამ და გედევან ფოფოხაძემ დაარეგისტრირეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შემდეგ, ახალი კანდიდატების დანიშვნისთვის ვადა 1 დან 3 თვემდე უნდა გაიზარდოს. საკითხის განხილვა უკვე ჩანიშნულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.
ახალი ინიციატივის განხილვას გამორიცხავენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები. ნაციონალური მოძრაობის ვარაუდით, საკითხის გადაწყვეტა სავარაუდოდ, ახალ პარლამენტს მოუწევს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საკითხის განხილვამდე, ბესელია-ფოფხაძის ინიციატივაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა დღეს არ შემდგარა. ამ ეტაპზე უცნობია, როდის მოხდება ბესელიას კომიტეტში მისივე ინიციატივის განხილვა.
ავტორი: ნატა მახვილაძე
