მარტვილის რაიონის ყოფილი რწმუნებულები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და თანამდებობებზე აღდგენას ითხოვენ
მარტვილის რაიონის 21 სოფლის ყოფილი რწმუნებული თანამდებობებზე აღდგენას ითხოვს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სამსახურიდან გათავისუფლებულთა საკითხი უკვე თითქმის ერთი თვეა კვლავ ღიად რჩება.
თუმცა, იმ შემთხვევაში თუ რწმუნებულები თანამდებობებზე დაბრუნდებიან, სასამართლოში მარტვილის რაიონიდან ახალი სარჩელი, ამჯერად სოფლების მოქმედი ხელმძღვანელებისგან შევა.
შეძლებენ თუ არა მარტვილის სოფლებში გამგებლის მოქმედი წარმომადგენლები არჩევნებამდე მუშაობას, უცნობია. გამგებელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანისათვის 10 დღიანი ვადა 10 სექტემბერს ეწურება.
ავტორი: მარიკა გოცირიძე
