ეკოლოგიის სამსახურის რეორგანიზაცია - ოპოზიცია თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
ეკოლოგიის სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად უწყებას სახელი გადაერქმევა. გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის უკვე ახალი სამსახური სამი განყოფილებითა და ახალი ბიუჯეტით იანვრიდან დაიწყებს საქმიანობას.
ეკოლოგიური სამსახურის რეორგანიზაციაში ოპოზიცია გამოსავალს ვერ ხედავს. დავით ნარმანიას ოპონენტები აცხადებენ, რომ უკანონო ხეების მოჭრის შემდეგ სტრუქტურული ცვლილებები საკმარისი არ არის და დედაქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გამო, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მერმა უნდა აიღოს.
ოპოზიციისთვის მიუღებელია, რატომ ქმნის ამ ცვლილებების პროექტს მერია იმ დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე, რომლებმაც დავით ნარმანიას სწორედ ეკოლოგიური პოლიტიკის რეფორმა მოსთხოვეს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.
