მთავრობა არაკომპეტენტურია ან ცრუობს - ექსპერტი აკაკი ცომაია ლარის გაუფასურებაზე
„ეკონომიკა საქართველოში, თითქმის, არ იზრდება,“- ეს განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში ექსპერტმა, აკაკი ცომაიამ გააკეთა. აკაკი ცომაიამ ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა.
„ლარის გაუფასურებაზე ზემოქმედებს ყველა ის ფაქტორი, რაც დოლარზე მოთხოვნას ქმნის,“- განაცხადა ცომაიამ.
ექსპერტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი გაუგებარი ტერმინებით საუბრობს და საქართველოს მოსახლეობას არ ესაუბრება.
"არაკომპეტენტურია ან ცრუობს,“- განაცხადა აკაკი ცომაიამ საქართველოს მთავრობაზე.
აკაკი ცოამაის ვარაუდით, ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
