საზოგადოებრივ მაუწყებელში დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება ხვალ დასრულდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის გასაუბრების მეორე ნაწილი დღეს დაიწყო. დარჩენილი ორი კანდიდატის - ვასილ მაღლაფერიძის და ნინო ზაუტაშვილის გასაუბრება ხვალ ჩატარდება.
ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ამ ხელისუფლებაში არასდროს ყოფილა და ეს ბრალდებები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
„ვინც ეს ტელევიზია იცის და მე მაქვს პრეტენზია, რომ ვიცი ტელევიზია. თუ ასეთ გახსნილ ვითარებაში რომელიმე ტელევიზიის დირექტორი გადაწყვეტს, რომ ის გახდეს პროსახელისუფლებო, ის მოკვდება რამდენიმე თვეში,“ - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.
ნინო ზაუტაშვილი კი ამბობს, რომ ზეწოლის მცდელობები ტელევიზიაზე შეიძლება არსებობდეს.
„თუ შენ გაქვს პრეტენზია, რომ შენ შეძლებ იყო გენერალური დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის, რაც აბსოლუტურად სხვა ინსტიტუციაა, იმის უნარი უნდა გქონდეს, რომ შეძლო დაარწმუნო ხელისუფლება,“ - აცხადებს ნინო ზაუტაშვილი.
