დაპირისპირება გურჯაანში კულტურის ცენტრიდან 40 თანამშრომლის გათავისუფლების გამო
ხმაური და დაპირისპირება იყო გურჯაანის კულტურის ცენტრში. ცენტრიდან 40 თანამშრომლის გათავისუფლება დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ისინი სამსახურიდან კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ძულიაშვილმა დაითხოვა. 40 თანამშრომელს ინფორმაცია დღეს გამართულ თათბირზე გააცნეს.
ხელმძღვანელი თანამშრომელთა შემცირებას რეორგანიზაციით ხსნის. ძულიაშვილის თქმით, გათავისუფლება ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებს შეეხო.
