თბილისში მოკლული ქალი ექსპერტიზაზე გადაასვენეს
ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისის ცენტრში. აღმაშენებლის გამზირზე 45 წლამდე ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დანაშაული ქმარმა მეუღლე სახლში თოკით გაგუდა.
გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
გავრცელებული ცნობით, დამნაშავე გამოძიებას თავად ჩაბარდა.
