ცვლილება ავტომობილების მფლობელებისათვის - კიდევ ერთი გადასახადი ბიუჯეტის შესავსებად
ფინანასთა სამინისტრო ბიუჯეტის შესავსებად მოსახლეობას კიდევ ერთ გადასახადს უწესებს. უკვე ძალაშია ცვლილება, რომელიც უძრავი ქონების გარდა, გადასახადის გადახდას ავტომობილების მფლობელებსაც ავალდებულებს.
ეს მთავრობის კიდევ ერთი გეგმაა, რომელსაც ოპტიმიზმით მხოლოდ ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა უყურებს.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ამ ცვლილებით, ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტის შემოსავლებს გაზრდიან.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ახალი წესი კანონპროექტის თავდაპირველად გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება.
დამატებითი გადასახადების შემოღების საჭიროებას ვერ ხედავენ ეკონომისტები.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი გადასახადის შემოღებას შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებლობად მიიჩნევენ.
უმცირესობაში კი ფიქრობენ, რომ ზედმეტი გადასახადებით, ხელისუფლება ბიზნესის განვითარებას აფერხებს.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება ახალი წლის დადგომიდან უკვე ამოქმედდა. ფიზიკურმა პირებმა ქონების დეკლარაციები 2017 წლის 1 ნოემბრამდე უნდა შეავსონ. გადასახადის გადახდა კი 15 ნოემბრამდე მოუწევთ.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.
