უმრავლესობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები მიმდინარეობს
უმრავლესობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნება კანდიდატურას რამდენიმე იურისტისგან შეარჩევს. ამ დროისთვის მედიაში მხოლოდ მანანა კობახიძის კანდიდატურა სახელდება.
პარლამენტის მოქმედი წევრის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას ეწინააღმდეგებიან ნაციონალურ მოძრაობაში.
მესამე სექტორში აცხადებენ, რომ პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატზე, კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის თანამდებობა უკვე მეოთხე თვეა ვაკანტურია. მოსამართლის კანდიდატის წარდგენის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას ან პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს აქვს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევის შემდეგ ქართულმა ოცნებამ უსუფაშვილს კანდიდატი დაუწუნა.
პარლამენტის ახალი მოწვევის შეკრების შემდეგ კი, ზაზა რუხაძემ კანდიდატურა მისივე სურვილით მოხსნა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.
