Human Rights Watch-ის წარმომადგენელის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას არ მოჰყოლია ადეკვატური რეაგირება
2016 წლის მსოფლიო ანგარიშში Human Rights Watch საქართველოში არსებული მდგომარეობიდან ისეთ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა მედია დამოუკიდებლობა, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა.
Human Rights Watch-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორის გიორგი გოგიას თქმით, დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებს ორგანიზაციასთან კავშირი არ ჰქონიათ.
Human Rights Watch-ის წარმომადგენელი საქართველოში მთავარ მოვლენად საპარლამენტო არჩევნებს ასახელებს, რაზეც დოკუმენტშიც საკმაოდ ვრცლად წერია.
მან აღნიშნა, რომ Human Rights Watch-მა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შესახებ საპარლამენტო არჩევნების თემისგან განსხვავებით დამოუკიდებლად იმუშავა. მან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხი „ხელისუფლების მწვავე გამოწვევად“ მოიხსენია.
„სამართალდამცავ სტრუქტურებს დღემდე აქვს კომუნიკაციის საშუალებებზე შეუზღუდავი წვდომა. შარშან საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთი წვდომა ჩათვალა არაკონსტიტუციურად და ხელისუფლებას მოუწოდა შეცვალოს მიმდინარე წლის მარტამდე,“-აცხადებს გიორგი გოგია.
Human Rights Watch-ის წარმომადგენელის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას არ მოჰყოლია ადეკვატური რეაგირება.
„ეს გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ სხვა მიზანია ამ პირადი მასალის გამოქვეყნებას არ ჰქონია, თუ არა მომხდარიყო ამომრჩეველზე ზეგავლენა, ხელისუფლების მხრიდან. იმიტომ, რომ მას ევალებოდა გამოეძია დეტალურად და პასუხისმგებლობა დამდგარიყო,“ - აცხადებს გიორგი გოგია.
