მიხალკოვმა ბილ გეითსი მოსახლეობის საყოველთაო დაჩიპვის გეგმაში დაადანაშაულა
რუსი რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი ეჭვობს, რომ მილიარდერსა და ქველმოქმედს ბილ გეითს პლანეტის ყველა ადამიანის დაჩიპვა სურს. ამის შესახებ რეჟისორმა საკუთარი საავტორო გადაცემის, “ბესოგონ TV”-ის ეთერში განაცხადა. მიხალკოვის აზრით, Microsoft-ის დამფუძნებელს სურს მოაწყოს მსოფლიო აპოკალიფსი: ”მისი ძირითადი მიზანია მოსახლეობის შემცირება, რომელიც ზედმეტად მოიხმარს ჟანგბადს, საკვებს და ყველაფერ დანარჩენს”, – თქვა მან. რეჟისორმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის ნაცვლად, ...