დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში. ინფორმაციას და დახვედრის ფოტომასალას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილს საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რანია ალ-მაშატი და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი დახვდნენ. პრესსამსახური ასევე აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას. Читать дальше...