იური ლუცენკო – მიხეილ სააკაშვილს დაკითხვების ახალი სერია ელოდება
უკრაინის გენერალური პროკურატურა არ აპირებს, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის ვადის გაგრძელების თხოვნით სასამართლოს მიმართოს, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში მიხეილ სააკაშვილს კვლავ ელოდება დაკითხვების ახალი სერია. „რამდენიმე უცნაური აქციის შემდეგ სააკაშვილმა დაკითხვაზე სიარული დაიწყო. ჩვენ არ ვაპირებთ აღკვეთის ღონისძიების ვადა გავახანგრძლივოთ. ჩემი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მას კიდევ რამდენიმე […]