Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2018

Новости за 28.02.2018

ქარელის რაიონში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

Marshalpress.ge (მარშალ) 

სოფელ მოხისთან მომხდარი ავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.  არსებული ცნობით, მანქანა ხიდს შეეჯახა და საწრყავ არხში გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში სულ 5 ადამიანი იყო.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა წევრობა აღუდგინა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა წევრობა აღუდგინა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსი სპორტსმენებისათვის არ დაუდგენიათ დოპინგის გამოყენება სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 28 თებერვალს უთხრა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას, რომ ორგანიზაცია „დოპინგისაგან თავისუფალი სპორტული განყოფილების“ მიერ ჩატარებული საბოლოო შემოწმების შედეგებით, რუს სპორტსმენებს არ დაუდგინდათ აკრძალული ნივთიერებების გამოყენება. რუსეთის ოლიმპიურ... Читать дальше...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი ჩავარდა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი... Читать дальше...

რუსეთი აპირებს, კვლავაც დაეხმაროს სირიის პრეზიდენტს „ტერორისტულ საფრთხესთან“ ბრძოლაში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი კვლავაც დაეხმარება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას „ტერორისტულ საფრთხესთან“ ბრძოლაში. ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა 28 თებერვალს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე მაშინ, როცა მსოფლიოში აღშფოთებას იწვევს დამასკთან სირიის ჯარების ბოლოდროინდელი ოპერაცია, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სირიაში შვიდი წელია გრძელდება ომი, რომელშიც ბაშარ ალ-ასადს გადამწყვეტი მნიშვნელობის სამხედრო და დიპლომატიურ დახმარებას უწევს რუსეთი. Читать дальше...

ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდინასას დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნისას დაშავებული მოზარდი - 14 წლის ასლან მამედოვი კლინიკაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ხუთი მოზარდი თბილისის ორ კლინიკაშია განთავსებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ექვსივე ბავშვი თბილისის 70-ე სკოლის მოსწავლეა. შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე. Читать дальше...

ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი

Radiotavisupleba.ge 

სუს-ის ავრცელებს ინფორმაციას, რომ უწყებისანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, „2018 წლის 28 თებერვალს, თემურ გორგაძემ, ხსენებულ მოქალაქეს წინასწარ... Читать дальше...

მაკედონიაში აპროტესტებენ ქვეყნისათვის სახელის გამოცვლის გეგმას

Radiotavisupleba.ge 

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა ქვეყნისათვის სახელის გამოცვლის გეგმა, რომელიც განიხილება საბერძნეთის მოთხოვნით, ხანგრძლივი უთანხმოებისათვის ბოლოს მოსაღებად. აქციაზე აფრიალებდნენ მაკედონიის დროშებს, ისმოდა ლოზუნგი „გაუმარჯოს მაკედონიას!“ დემონსტრანტები მოითხოვენ, ბოლო მოეღოს მაკედონიისა და საბერძნეთის მთავრობების მოლაპარაკებას სახელწოდების გამოცვლის საკითხზე. ათენი შიშობს, რომ სკოპიემ შესაძლოა პრეტენზია გამოთქვას ჩრდილოეთ საბერძნეთის რეგიონზე, რომელსაც ასევე მაკედონია ეწოდება. Читать дальше...



ავღანეთის პრეზიდენტი ემხრობა თალიბანის ლეგიტიმურ პოლიტიკურ ჯგუფად აღიარებას

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი გამოვიდა თალიბანის ლეგიტიმურ პოლიტიკურ ჯგუფად აღიარების მოწოდებით, რათა ამ ნაბიჯს მოჰყვეს სამშვიდობო მოლაპარაკება და ბოლო მოეღოს ქვეყანაში 16 წელიწადზე მეტი ხნის წინ დაწყებულ სისხლისმღვრელ კონფლიქტს. ღანი თალიბანის შესახებ წინადადებით გამოვიდა 28 თებერვალს კონფერენციაზე, რომელზეც შეიკრიბნენ „ქაბულის პროცესში“ მონაწილე ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ქაბულის პროცესის“ ამოცანაა საფუძვლის მომზადება თალიბ ექსტრემისტებთან მოლაპარაკების დასაწყებად. „მივმართავ თალიბებსა და მათ ლიდერებს... Читать дальше...

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო საგანგებო შეხვედრა გაიმართა უცხოელ დიპლომატებთან

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ საგანგებო შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ უცხოელ დიპლომატებს კიდევ ერთხელ გააცნო ქართული მხარის მოთხოვნები - მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემა, დაკავებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს მიეცეს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის... Читать дальше...

გლეხების თავსატეხი - შხამქიმიკატების ხარისხი

Radiotavisupleba.ge 

მართალია, გაზაფხული კალენდარულად ახლა დგება, მაგრამ კახელმა გლეხებმა საგაზაფხულო სამუშაოები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიწყეს. წინა წლის ნარჩენებისგან მიწის ნაკვეთები გაიწმინდა და შემდეგ დამუშავდა.

არასამთავრობოები ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ განაცხადის შეტანას მოითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან მოითხოვენ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი განაცხადის შეტანას: „მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით... Читать дальше...

ბარათაშვილის ქუჩაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა და ის ბავშვებს დაეცა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ბარათაშვილის ქუჩაზე, კაზინოს წინ, სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა და ის ბავშვებს დაეცა. ინფორმაციას ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს. ერთი ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი. სხვა ინფორმაცია ჯერ უცნობია.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელს არ მოაწერს მაუწყებლობის კანონში შეტანილ ცვლილებებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხელს არ აწერს კანონს მაუწყებლობის შესახებ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, კენჭი უყარა ვეტომდე მიღებულ ცვლილებებს და კანონპროექტები პრეზიდენტს გაუგზავნა, გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვიტა მათ ხელი არ მოაწეროს. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობის თანახმად, ხელმოწერა შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარეს. 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა არ... Читать дальше...

თბილისი მცდარი სეისმური კოდებით

Radiotavisupleba.ge 

სეისმურად რამდენად მდგრადია სახლი, რომელშიც ცხოვრობთ? - ამ კითხვას ქალაქის სეისმური საშიშროების რუკასთან მივყავართ, რადგან სწორედ ამ რუკის მიხედვით იგება შენობის კონსტრუქცია. ეს რუკა კი თბილისს რამდენჯერმე აქვს შეცვლილი.

გაერო ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეა სირიას ეხმარება ქიმიური იარაღის წარმოებაში

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ კორეა სირიაში გზავნის რაკეტების სპეციალისტებს და დანადგარებს, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქიმიური იარაღის საწარმოებლად - ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, 2012-2017 წლებში გაეროს ექსპერტებმა სირიაში აღმოაჩინეს უკანონოდ გაგზავნილი 40-ზე მეტი მასალა, რომელიც გამოიყენება ქიმიური იარაღის შესაქმნელად. ჩრდილოეთ კორეის მიერ გაეროს რეზოლუციების შესრულების შემფასებელ მოხსენებაში, რომელიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, ნათქვამია, რომ გაეროს ერთ-ერთმა წევრმა... Читать дальше...

ხელფასების გაზრდის საკითხი საკრებულოში დაპირისპირების მიზეზი გახდა

Radiotavisupleba.ge 

ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ხელფასების გაზრდის საკითხს. 4-ჯერ ჩაშლილი სხდომის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტი შეწყვიტა და 28 თებერვალს სხდომაზე მივიდა.

ბათუმის ბულვართან 54-სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმება

Radiotavisupleba.ge 

კომპანია „ალიანსი ფრივილიჯი“ ბათუმში, რუსთაველის 42 ნომერში,  დელფინარიუმის წინ, რვასართულიანი კომპლექსის აშენებას აპირებს.  54-სართულიან შენობაში პირველ 12 სართულზე სასტუმრო „მარიოტის“, დანარჩენ სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტების განთავსება იგეგმება.


Музыкальные новости




Rss.plus






სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო სამოხელეო დანაშაულში

Radiotavisupleba.ge 

საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 1 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მიერ 28 თებერვალს გამოტანილი განაჩენი შთანთქა უგულავას მიმართ სისხლის სამართლის სხვა საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა და მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა. პროკურატურა გიგი უგულავას ბრალს სდებს „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში, რაც საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა და განაჩენი გამოიტანა შედარებით მსუბუქი... Читать дальше...

პირველი მარტიდან ვაკის მცხოვრებნი ნაგავს გაიტანენ 20:00 საათიდან

Radiotavisupleba.ge 

პირველი მარტიდან ჭავჭავაძის გამზირისა და მისი მიმდებარე 32 ქუჩიდან საყოფაცხოვრებო ნაგავს დღეში ერთხელ, 22 საათზე, გაიტანენ.

როგორ ცხოვრობენ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციიდან 3 თვის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

21-22 ნოემბერს ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსის მცხოვრებნი ხელისუფლებას  უყურადღებობაში ადანაშაულებენ, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ და კორპუსის უსაფრთხოებაში ეჭვი შეაქვთ.

ტატუნაშვილის საქმე და რუსეთის ზრახვები

Radiotavisupleba.ge 

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას აჭიანურებენ იმისთვის, რომ არ დადგინდეს მისი გარდაცვალების რეალური მიზეზები - ამ შინაარსის განცხადება 28 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა.

ხანძრისგან დაზარალებულები სავაჭრო ცენტრში შესვლას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ 27 თებერვალს მომხდარი ხანძრის მიზეზებისა და შედეგების შესწავლის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.




Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России