Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2018

Новости за 16.02.2018

ეს ცოდვა მივუტევე – ია მეტრეველი ყოფილი პოლიციელის აღიარებას ეხმიანება

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ ბაქრაძის სატელევიზიო აღიარებას ეხმიანება, რომელშიც ის ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს  რობაქიძესა და მის მეგობრების დაკავების დროს  იარაღი არ უნახავს და  რამდენიმე საათში ის ვაკე-საბურთალოს საპატრულო პოლიციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ზურაბ მიქაძემ მიიტანა, რათა მომხდარიყო ფაქტის გაყალბება, თითქოს ბუტა რობაქიძე შეიარაღებული იყო და […]

პოროშენკო რუსეთს ადანაშაულებს „მსოფლიო ჰიბრიდული ომის“ გაჩაღებაში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთი დაადანაშაულა „მსოფლიო ჰიბრიდული ომის“ გაჩაღებაში და დასავლეთს მოუწოდა, გააძლიეროს მოსკოვზე ზეწოლა უკრაინის მიმართ ექსპანსიონისტური პოლიტიკის გამო. პოროშენკო ამ განცხადებით გამოვიდა 16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც თავს უყრის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსა და წამყვან ექსპერტებს. პოროშენკოს აზრით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერა ფართოვდება შეტევად ლიბერალურ დემოკრატიულ ფასეულობებზე. Читать дальше...

აშშ-მა არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ბრალდება წაუყენა 13 რუს პირსა და რუსეთის კომპანიას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ფედერალური დიდი ჟიურის გადაწყვეტილებით, აშშ-ის არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ბრალდება წაუყენეს 13 რუს პირსა და რუსეთის კომპანიას, მათ შორის „ტროლების ფაბრიკად“ წოდებულ ორგანიზაციას. ეს ზომა მიჩნეულია დღემდე ყველაზე მძიმე ბრალდებებად მას შემდეგ, რაც მიულერი შეუდგა აშშ-ის მიმართ რუსეთის ქმედებების გამოძიებას. ფედერალური დიდი ჟიურის დოკუმენტში, რომელიც მიულერის ოფისმა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წელს შეუდგა აშშ-ის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას.



აშშ-მა არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ბრალდება წაუყენა 13 რუს ინდივიდსა და რუსეთის კომპანიას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ფედერალური დიდი ჟიურის გადაწყვეტილებით, აშშ-ის არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ბრალდება წაუყენეს 13 რუს ინდივიდსა და რუსეთის კომპანიას, მათ შორის „ტროლების ფაბრიკად“ წოდებულ ორგანიზაციას. ეს ზომა მიჩნეულია დღემდე ყველაზე მძიმე ბრალდებებად მას შემდეგ, რაც მიულერი შეუდგა აშშ-ის მიმართ რუსეთის ქმედებების გამოძიებას. ფედერალური დიდი ჟიურის დოკუმენტში, რომელიც მიულერის ოფისმა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წელს შეუდგა აშშ-ის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას.

სერბია არ გამოხმაურებია გაფრთხილებას, რომ ევროკავშირში არ მიიღებენ, თუ არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას

Radiotavisupleba.ge 

სერბიის მთავრობისაგან ოფიციალური რეაქცია არ მოჰყოლია გერმანიის განცხადებას, რომ ბელგრადმა უნდა აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „თუ სერბიას ევროკავშირთან დაახლოება სურს, უპირველესი პირობაა კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თუმცა ასევე კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება“, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა 14 თებერვალს პრიშტინაში, კოსოვოს პრემიერ-მინისტრ რამუშ ჰარადინაისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. გაბრიელის თქმით, მან იგივე გზავნილი ჩაიტანა ბელგრადში... Читать дальше...

ყირიმის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა დივერსიის მზადების ბრალდებით დაკავებულ უკრაინელს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთთან უკანონოდ მიერთებული ყირიმის სასამართლომ ექვსნახევარი წლით პატიმრობა შეუფარდა უკრაინელ ანდრეი ზახტეის, რომელიც დამნაშავედ ცნო დივერსიის მზადებაში, ისევე როგორც საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვაში. ზახტეი დააკავეს ყირიმში 2016 წლის ზაფხულში მომხდარი ინციდენტის დროს. გამოძიების ვერსიით, ზახტეი უნდა დახვედროდა უკრაინელების დივერსიულ ჯგუფს, რომელიც ამზადებდა თავდასხმას ქერჩის ბორნით მიმოსვლის ჩასაშლელად. უკრაინის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და მომხდარს უწოდებს რუსეთის სპეცსამსახურების „პროვოკაციას“. Читать дальше...

გაეროს გენერალური მდივანი ხედავს მსოფლიოში ბირთვული იარაღით დაპირისპირების საფრთხეს

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის აზრით, მსოფლიო ცივი ომის შემდეგ პირველად დგას ატომური იარაღით დაპირისპირების საფრთხის წინაშე, რაც გამოწვეულია ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამით. ამის შესახებ გუტერეშმა განაცხადა მიუნხენში, სადაც 16 თებერვალს გაიხსნა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. მასზე, ტრადიციულად, იკრიბებიან მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მაღალი რანგის ოფიციალური პირები და წამყვანი ექსპერტები. მსოფლიოში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე საუბრისას... Читать дальше...

ნინო წიკლაურმა სლალომში 39-ე ადგილი დაიკავა

Radiotavisupleba.ge 

ნინო წიკლაური პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე, გიგანტურ სლალომში 46-ე ადგილის დაკავების შემდეგ, სლალომში უკეთესად გამოვიდა. ქართველმა მოთხილამურემ 39-ე შედეგი აჩვენა 78 სპორტსმენს შორის. წიკლაურმა შეჯიბრება 1:51,62 წუთში დაასრულა და 12,99 წამით ჩამორჩა ოლიმპიურ ჩემპიონს – შვედ ფრიდა ჰანსდოტერს. ვერცხლის მედალს დაეუფლა შვეიცარიელი ვენდი ჰოლდენერი, ბრინჯაოს – ავსტრიელი კატარინა გალჰუბერი.



რა დაემართა "საქანელას"

Radiotavisupleba.ge 

ასე დრამატულად შეხვდნენ ერთმანეთს ძველი და ახალი თბილისი ვერის აღმართის ბოლოში. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის კენტნომრიანი შენობებიდან მხოლოდ ერთი სახლი  და ეს ნანგრევები შემორჩა.

ძველისა და ახლის დრამატული შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

ასე დრამატულად შეხვდნენ ერთმანეთს ძველი და ახალი თბილისი ვერის აღმართის ბოლოში. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის კენტნომრიანი შენობებიდან მხოლოდ ერთი სახლი  და ეს ნანგრევები შემორჩა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქსენია სობჩაკის სარჩელი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტობის კანდიდატის, ქსენია სობჩაკის სარჩელი ვლადიმირ პუტინისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ქსენია სობჩაკი მიუთითებდა, რომ ვლადიმირ პუტინი მეოთხე საპრეზიდენტო ვადისთვის იბრძვის, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. ქსენია სობჩაკის პრეტენზიას უსაფუძვლოდ მიიჩნევს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. უზენაეს სასამართლოში გამართულ სხდომაზე კომისიის წარმომადგენელმა ქსენია სობჩაკის პრეტენზია მის „შინაგან მრწამსად“ შეაფასა. Читать дальше...

ბერლინალეზე დღეს ქართულ ფილმს აჩვენებენ

Radiotavisupleba.ge 

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში „პანორამა“, დღეს გაიმართება ქართველი რეჟისორის, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის, „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, იგი საქართველოსა და შვედეთის ერთობლივი ნაწარმოებია. ბერლინის საერთაშორისოკინოფესტივალზე საქართველო წელს მეცამეტედ მონაწილეობს. ევროპის კინოს ბაზრობაზე (EFM) საქართველოს სტენდს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ეროვნული კინოცენტრი ერთობლივად წარმოადგენენ. ქართული ფილმების პრომოუშენის გარდა... Читать дальше...

ბერლინალეზე დღეს ქართულ ფილმს უჩვენებენ

Radiotavisupleba.ge 

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში „პანორამა“, დღეს გაიმართება ქართველი რეჟისორის, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის, „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, იგისაქართველოსა და შვედეთის ერთობლივი ნაწარმოებია.  ბერლინის საერთაშორისოკინოფესტივალზე საქართველო წელს მეცამეტედ მონაწილეობს. ევროპის კინოს ბაზრობაზე (EFM) საქართველოს სტენდს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ეროვნული კინოცენტრი ერთობლივად წარმოადგენენ. ქართული ფილმების პრომოუშენის გარდა... Читать дальше...

“ხელისუფლების ახალი ინიციატივა მართლაც უპრეცედენტოა”… – ვანო ზარდიაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter “მგონია, რომ პირველივე დღეს სათანადოდ არც კი გაშუქდა ის ფაქტი, რომ არა მხოლოდ მცირე, საშუალო ბიზნესიც კი, პრაქტიკულად გათავისუფლდა გადასახადისგან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა. როგორც ზარდიაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლების ახალი ინიციატივა უპრეცედენდოა. „ამ საგადასახადო რეფორმის მასშტაბი არის უპრეცედენტო. ნახევარ მილიონამდე ბრუნვის ერთი პროცენტით დაბეგვრის სხვა შემთხვევები ნამდვილად […]

თამარ ჩუგოშვილი: "ჩემთვის გასაგებია რატომ გართულდა საპროკურორო მანდატის მთლიანად გადატანა ინსპექტორზე"

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა რადიო თავისუფლებას გაუზიარა მოსაზრება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის" შესახებ: "ნამდვილად მგონია, რომ დამატებითი მექანიზმი არის საჭირო, რადგან მგონია, რომ ეს უნდობლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ცოტათი უნდა შეიცვალოს. მაგრამ, ახსნასაც ვხედავ და გასაგებიც არის ჩემთვის - რატომ გართულდა საპროკურორო მანდატის მთლიანად გადატანა ინსპექტორზე". თამარ ჩუგოშვილმა გაიხსენა, რომ 5-6 წლის წინ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი... Читать дальше...

ავტორიზაცია გაუუქმდათ „ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“

Radiotavisupleba.ge 

სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიის“ სტუდენტები მობილობის წესით სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადანაწილდებიან, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. მინისტრის განმარტებით, ავტორიზაციის გაუქმება აღნიშნულ სასწავლებლებში განათლების დაბალი ხარისხით იყო გამოწვეული: „კონკრეტული დეტალები ხარისხის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად დარღვევები ეხებოდა განათლების ხარისხს. ჩვენთვის მთავარ საზრუნავს სწორედ განათლების ხარისხი წარმოადგენს. Читать дальше...

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა ფოფხაძე

Radiotavisupleba.ge 

16 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა ფოფხაძე, საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი.

ანდერს ბრეივიკი „ჩადენილ დანაშაულს ნანობს“

Radiotavisupleba.ge 

ნორვეგიელმა ანდერს ბრეივიკმა მის მიერ 7 წლის წინ 77 ადამიანის მკვლელობის გამო პირველად "გამოთქვა სინანული" წერილში, რომელიც მან ციხის ხელმძღვანელს გაუგზავნა, ამის შესახებ იუწყება გამოცემა Verdens Gang. გამოცემის თანახმად, წერილში აღნიშნულია, რომ ბრეივიკმა უკუაგდო რადიკალური ნაციონალისტური იდეოლოგია და ოცნებობს, რომ 2011 წელს დატრიალებული მოვლენები აღარასოდეს განმეორდეს. გამოცემა წერს, რომ სასამართლო ფსიქიატრების აზრით, ანდერს ბრეივიკი ამით მის მიმართ შეწყნარების მოპოვებას და საპატიმრო ვადის შემცირებას ცდილობს. Читать дальше...

ვინ წვავს წიგნებს?

Radiotavisupleba.ge 

საბჭოთა ეპოქაში მწერლებს "სულის ინჟინრებს" უწოდებდნენ. საბჭოთა სისტემის მიერ დამკვიდრებული სტერეოტიპი საქართველოში კვლავაც კვებავს საზოგადოების შეხედულებას მწერლის შესახებ. „ნამდვილი მწერლის“ სახე-ხატში არ ჯდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია გინება ან რომლის ლიტერატურაც შეიცავს ბილწსიტყვაობას. კომუნისტური იდეოლოგია არა მხოლოდ ავტორიტეტად აცხადებდა მწერალს, არამედ მტრის ხატსაც ქმნიდა მისგან. აკრძალული ლიტერატურის გრძელი სიები დღეს უკვე წარსულს ჩაბარდა, თუმცა აკრძალვის და განადგურების ჟინი საზოგადოებას მაინც შემორჩა. Читать дальше...


Музыкальные новости
Моргенштерн

Моргенштерна вынудили поменять название лейбла: "Сказали не надо"





Rss.plus
Актёр

Актер из «Папиных дочек» пропал в Москве




Комлесхоз Подмосковья напомнил правила посадки деревьев

Выставку «Россия» посетили уже более 13 миллионов гостей

В ОНК утверждают, что сбежавшая из дома чеченка Лия Заурбекова покинула Россию

Кикшерингом в Подмосковье воспользовались 3 миллиона раз в марте




ეკა ფოფხაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

16 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა ფოფხაძე, საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისთვის მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე. ის ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასა და მისთვის სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ფუნქციის გადაცემას. ინიციატივის შესახებ კრიტიკული მოსაზრებები გამოაქვეყნეს "კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე... Читать дальше...

თამარ ჩუგოშვილი სავალდებულო გენდერულ კვოტაზე

Radiotavisupleba.ge 

16 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი. მან ილაპარაკა სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებაზე პარლამენტში 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის მიერ წარდგენილი ინიციატივის შესახებ. თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ აქამდე არსებულმა ცვლილებამ, რომელიც პარტიების მიერ თავიანთ საარჩევნო სიებში ქალი კანდიდატების შეყვანისთვის ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებდა, ვერ იმუშავა, რადგან ამით უფრო მცირე პარტიებმა ისარგებლეს და საბოლოო სურათზე ამან ზეგავლენა ვერ მოახდინა. Читать дальше...

მიუნხენში იწყება უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია

Radiotavisupleba.ge 

დღეს მიუნხენში იხსნება უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია, რომლის დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შორისაა ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი და მისი დამოკიდებულება რუსეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. განსახილველ თემებს შორისაა ასევე, საერთაშორისო ლიბერალური წესრიგისათვის ხელის შემშლელი მზარდი საფრთხეები, კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში - განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაუარესება და იარაღის კონტროლი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მსოფლიოს... Читать дальше...

რატომ სთხოვს საქართველო ევროკავშირს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებას

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველო რამდენიმემ უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში.

ბავშვი, დანაშაული და სასჯელი

Radiotavisupleba.ge 

კითხვებზე, არსებობს თუ არა საქართველოში 14 წლამდე მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულთა ოფიციალური სტატისტიკა და მზარდია თუ არა მათი რიცხვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი პასუხი იყო.



Москва

Актер из «Папиных дочек» пропал в Москве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Булат Окуджава

Ургант уехал в Грузию после отмены его номера на концерте в честь Окуджавы




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Футболисты «Локомотива» – в расширенном составе сборной России на июньский сбор

Инсайдер Карпов: "Спартак" выкупил Станковича у "Ференцвароша" за €200 тыс

ЦСКА в Петербурге обыграл "Зенит" и повел 1/2 финала Единой Лиги ВТБ


ATP

Диего Шварцман: «Два чилийца в полуфинале в Риме. Шесть латиноамериканцев в топ-30. А ATP в следующем году уберет один из турниров в Южной Америке»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Политолог Пшеничников: визит Путина в Китай укрепил союз Москвы и Пекина



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России