საარბიტარჟო სასამართლოში იჩივლა კიდევ 32-მა რუსმა სპორტსმენმა
ლოზანაში, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლა კიდევ 32-მა რუსმა სპორტსმენმა, რომლებსაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო აუკრძალა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. მომჩივანთა შორისაა ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მოციგურავე ვიქტორ ანი. 1 თებერვალს, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა 28 რუსი სპორტსმენის საჩივარი და გააუქმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, მათი სამუდამო დისკვალიფიკაციის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 15-მა რუსმა ათლეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დაშვების თხოვნით, რაზეც 5 თებერვალს უარი მიიღო. კომიტეტის განცხადებით, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ რუსი სპორტსმენების სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ვერ გააქარწყლა ეჭვი მათ მიერ დოპინგის გამოყენების შესახებ.