ამანდა პოლი: რუსეთს სანქციები უნდა დაუწესდეს საქართველოს გამო
საქართველო პირველი ქვეყანა იყო, სადაც 2008 წელს რუსეთმა წარმატებით განახორციელა თავისი "ჰიბრიდული ომის" სტრატეგია. რატომ არ არის რუსეთის მიმართ ევროკავშირი ასეთი შემტევი და მტკიცე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემთხვევაში, სადაც რუსეთი ზრდის სამხედრო ძალებს? კონკრეტულად რა სფეროში და რა ხასიათის რეფორმების გატარება მოეთხოვება საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობისათვის? ჩვენს შეკითხვებს ბრიუსელიდან უპასუხებს ამანდა პოლი, ევროპული პოლიტიკის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.