დაუზუსტებელია რომელმა უწყებამ დააკავა მიხეილ სააკაშვილი
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, დაუდგენელია, რომელმა უწყებამ დააკავა მიხეილ სააკაშვილი. გასულ კვირაში მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა მყისიერი დეპორტაცია დამუქრებოდა. „მიხეილ სააკაშვილი დააკავეს უცნობმა, ნიღბიანმა პირებმა... გამტაცებლები სამი თეთრი მინიავტობუსით იყვნენ“, - წერია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკის“ გვერდზე. მიხეილ სააკაშვილის პრესმდივნის განცხადებით, „ზოგიერთი ინფორმაციით, გამტაცებლები სასაზღვრო სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის წევრები იყვნენ“. „როიტერსის“ თანახმად, სასაზღვრო სამსახურმა უარი განაცხადა კომენტარზე, თუმცა, განაცხადეს, რომ, შესაძლოა, მოგვიანებით ჰქონდეთ ინფორმაცია. კიევის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს უწყება არ ყოფილა ჩართული მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში.