რატომ არ ერევა პარლამენტი მუხთარლის საქმეში?
12 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ კიდევ ერთხელ მოითხოვა თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე დროებითი საგამოძებო კომისიის შექმნა, რადგან ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ამ საქმის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს - გამოძიება კი, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს.