მამაკაცებს შორის ბიატლონში ოქროს მედლით ნორვეგიელებმა გაიხარეს
ნორვეგიელი იოჰანეს ტინეს ბოე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ბიატლონში მამაკაცთა შორის 20-კილომეტრიან დისტანციაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში. მან ორჯერ ააცილა მიზანს, მაგრამ ორწუთიანი ჯარიმა სისწრაფის ხარჯზე გააბათილა და უახლოეს მდევარს, სლოვენიელ იაკოვ ფაკს, 5,5 წამით აჯობა. მესამე საპრიზო ადგილი ავსტრიელმა დომინიკ ლანდერტინგერმა დაიკავა.