იქნება თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი?
საქართველოს მთავრობამ 15 თებერვალს დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც, 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სამსახურის უმთავრესი ფუნქციები იქნება სამართალდამცავი სტრუქტურებისა და მათი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულის გამოძიება.