სერბია არ გამოხმაურებია გაფრთხილებას, რომ ევროკავშირში არ მიიღებენ, თუ არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას
![სერბია არ გამოხმაურებია გაფრთხილებას, რომ ევროკავშირში არ მიიღებენ, თუ არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას](https://gdb.rferl.org/0BA19931-D7AF-4CD5-88E0-962E3204BEA2_cx0_cy6_cw0_w800_h450.jpg)
სერბიის მთავრობისაგან ოფიციალური რეაქცია არ მოჰყოლია გერმანიის განცხადებას, რომ ბელგრადმა უნდა აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „თუ სერბიას ევროკავშირთან დაახლოება სურს, უპირველესი პირობაა კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თუმცა ასევე კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება“, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა 14 თებერვალს პრიშტინაში, კოსოვოს პრემიერ-მინისტრ რამუშ ჰარადინაისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. გაბრიელის თქმით, მან იგივე გზავნილი ჩაიტანა ბელგრადში, სადაც 14 თებერვალს კოსოვოში ჩასვლამდე შეხვდა სერბ ოფიციალურ პირებს. 15 თებერვალს, სერბიის ეროვნულ დღესასწაულზე, სერბიის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი არ გამოხმაურებია გაბრიელის განცხადებას. კოსოვომ 10 წლის წინ, 2008 წლის 17 თებერვალს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა, რომელიც ამასობაში 115 ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის ევროკავშირის 23 წევრს.