კვირიკაშვილმა მიუნხენში ისაუბრა საქართველოს ოკუპაციაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით რუსეთის მხრიდან კვლავ გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზება, რაც რეგიონის უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა 18 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს. ამასთან კვირიკაშვილმა „შთამბეჭდავი“ უწოდა საქართველოს, რომელიც რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაცია და უსაფრთხოების ნიმუშად იქცა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით შაბათს გაიმართა სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება. თემატურ დისკუსიაში მთავრობის წევრები და ქართველი ავტორები მონაწილეობდნენ.