Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2018

ტრამპი: მასწავლებლების შეიარაღებამ შესაძლოა "მყისიერად" დაასრულოს სკოლებში მკვლელობები

0
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სკოლებში ზოგიერთი მასწავლებლის შეიარაღებამ შესაძლოა აღკვეთოს მასობრივი მკვლელობები, როგორმაც, მაგალითად, გასულ კვირაში ფლორიდის სკოლაში 17 ადამიანი იმსხვერპლა. 22 თებერვალს  ტვიტერით გავრცელებულ მესიჯებში ტრამპი ამბობს, რომ იარაღი მხოლოდ იმ მასწავლებლებს დაურიგდებოდათ, ვისაც სამხედრო ან საგანგებო წვრთნა აქვს გავლილი და დასძენს, ამას შესაძლოა "მყისიერად" გადაეჭრა სკოლებში მკვლელობების პრობლემაო. ტრამპის ამ განცხადებების ფონია მზარდი აღშფოთება და პროტესტი სტუდენტების, მასწავლებლების და სხვა მოქალაქეების რიგებში, აშშ-ში იარაღის ხელმისაწვდომობის თაობაზე. იმ სკოლის მოსწავლეები, რომელშიც 14 თებერვალს თავდასხმა მოხდა, სათავეში ჩაუდგნენ იარაღის საწინააღმდეგო მოძრაობის ახალ ტალღას და კანონმდებლებს მოუწოდებენ გაამკაცრონ კანონები იარაღის შეძენასა და ფლობაზე. 21 თებერვალს, თეთრ სახლში გაიმართა ამ საკითხზე ე.წ. "მოსმენის" სეანსი, მასში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები, რომლებსაც იარაღით ძალადობა შეეხო. ტრამპმა ამ შეხვედრაზე გამოთქვა წინადადება, რომ მასობრივი მკვლელობების პრევენციის გზა შესაძლოა იყოს სკოლებში მასწავლებლების, მწვრთნელების, დარაჯების და სხვების შეიარაღება. "თუ გყავთ მასწავლებელი, რომელიც იარაღს კარგად იყენებს, ისინი შეძლებდნენ სწრაფად დაესრულებინათ თავდასხმაო", განაცხადა ტრამპმა, რომელსაც ძლიერი მხარდაჭერა აქვს მიღებული იარაღის ეროვნული ასოციაციის, იგივე NRA-ს მხრიდან. მასწავლებლების შეიარაღების იდეა წარსულშიც გაისმა, თუმცა ის მწვავე კრიტიკას აწყდებოდა მასწავლებლების, სტუდენტების და მშობლების მხრიდან, რომლებიც, ამის ნაცვლად, იარაღის ფლობაზე კანონების გამკაცრებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ფლორიდაში მასობრივი მკვლელობა განახორციელა 19 წლის ყოფილმა მოსწავლემ, რომელმაც კანონიერად შეიძინა AR-15 ტიპის ნახევრადავტომატური იარაღი.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России