ვარკეთილში 24 წლის ახალგაზრდამ გულში დანა დაირტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა
გავრცელებული ინფორმაციით, ვარკეთილში 24 წლის ახალგაზრდამ გულში დანა დაირტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი და ცოლთან დაპირისპირება გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. მამაკაცი წარმოშობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდან იყო. ის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად, თბილისში ცხოვრობდა. წყარო: PIA.GE