მოსკოვის რეგიონში ნაგავსაყრელების საწინააღმდეგო გამოსვლები გიმართა
რუსეთის მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ და პროტესტს გამოთქვამდნენ ნაგავსაყრელების წინააღმდეგ მოსკოვის რეგიონის ქალაქებში. ყველაზე დიდი გამოსვლა, რომლის მონაწილეები ნაგავსაყრელის დახურვა ითხოვნენ, გამონაბოლქვი მავნე აირების გამო, მოეწყო ქალაქ ვოლოკოლამსკში. დემონსტრაციის მონაწილეები მთავრობას მოუწოდებენ, დახუროს იადროვოს ნაგავსაყრელი. მოსახლეობა ამ ნაგავსაყრელის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს უკვე იანვრის შემდეგ. მარტის თვეში ათეულობით ბავშვი მოხვდა საავადმყოფოში აირით მოწამვლის სიმპტომებით.