Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2018

Новости за 15.04.2018

შეიძლება შევიშალო არასოდეს არ უნდა გადაიხედოს მისი სასჯელი ციხეში უნდა ჩალპეს – ინგა გრიგოლია

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ბარნოვზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. “ვუყურებ საინფორმაციოებს და ერთადერთი, რაზეც ეხლა ვფიქრობ, ამ საცოდავი გოგოს მკვლელს რომ სამუდამო პატიმრობა არ მიუსაჯონ, შეიძლება შევიშალო. არასოდეს არ უნდა გადაიხედოს მისი სასჯელი. ციხეში უნდა ჩალპეს” – წერს გრიგოლია

ჩერნოგორიაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

Radiotavisupleba.ge 

15 აპრილს ჩერნოგორიაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ფავორიტია არაერთგზის პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტი, მილო ჯუკანოვიჩი, კენჭისყრა გადამწყვეტი მოვლენაა ადრიატიკისპირა მცირე სახელმწიფოსთვის. 15 აპრილის არჩევნები გაარკვევს, დარჩება თუ არა ჩერნოგორია დასავლური ორიენტაციის ქვეყნად, თუ დაუბრუნდება რუსეთის ორბიტას, მოსკოვთან ბოლო დროს გაუარესებული ურთიერთობის მიუხედავად. ახლახან ჩატარებული გამოკითხვით, რომელიც პოდგორიცის დემოკრატიული ცვლილებების ცენტრმა ჩაატარა, ჯუკანოვიჩს გამოკითხულთა 50 პროცენტზე მეტი მიემხრო. Читать дальше...

უნგრეთის არჩევნებში ორბანის პარტიამ 199 ადგილიდან 133 დაისაკუთრა

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის საარჩევნო უწყების ოფიციალური ცნობით,12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველმა, ფიდესის, პარტიამ მანდატების ორი მესამედი დაისაკუთრა. 15 აპრილს საარჩევნო კომოსიამ გამოაცხადა, რომ ფიდესმა 199 ადგილიდნ 133 მოიგო, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა, ულტრამემარჯვენე პარტიამ, 26. სოციალ-დემოკრატებმა საკანონმდებლო ორგანოს 20 მანდატი მიიღეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 70 პროცენტმა მიიღო. ეუთოს მეთვალყურეთა თანახმად, კენჭისყრას ახასიათებდა დაშინების და ქსენოფობიური რიტორიკა... Читать дальше...



პუტინი: სირიაზე ახალი საჰაერო დარტყმა „ქაოსს“ გამოიწვევს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დამატებითი დარტყმა სირიაზე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან „აუცილებლად გამოიწვევს ქაოსს საერთაშორისო ურთიერთობებში“. პუტინმა ეს განაცხადა 15 აპრილს ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან სატელეფონო საუბრისას. ცნობა ამის თაობაზე კრემლმა გაავრცელა. მოსკოვის თანახმად, ორივე პრეზიდენტის აზრით, აშშ-ის მეთაურობით 14 აპრილს სირიაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და მან სერიოზული ზიანი მიაყენა სირიაში პოლიტიკური მოგვარების შესაძლებლობას. Читать дальше...

სირიის სამეთვალყურეო ჯგუფი: ალეპოსთან აფეთქება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

სირიის ჩრდილოეთში აფეთქება მოხდა არეალში, სადაც ამ ქვეყნის მთავრობის მომხრე ირანელი მებრძოლები და მოკავშირე შიიტთა რაზმებს აქვთ ბაზა, იტყობინება სირიის სამეთვალყურეო ჯგუფი, რომელიც ბრიტანეთშია დაფუძნებული. მისი ცნობით, არაა სრულად ცხადი, რამ გამოიწვია 14 აპრილის აფეთქება, საჰაერო თავდასხმამ, თუ სხვა ინციდენტმა. ჯგუფის ხელმძღვანელმა, რამი აბდელ რაჰმანმა, თქვა, რომ ალეპოს ამ არეალში სირის მთავრობის მხარდამჭერი ირანელი და ავღანელი მეომრები იმყოფებიან. აშშ-მა, თავის მოკავშირეებთან, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად... Читать дальше...

გარდაიცვალა გამოჩენილი იტალიელი კინორეჟისორი ვიტორიო ტავიანი

Radiotavisupleba.ge 

რომში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი ვიტორიო ტავიანი. ვიტორიო, თავის ძმასთან, პაოლოსთან ერთად, არის ავტორი ფილმისა "მამა-ბატონი", რომელიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალის "ოქროს პალმით" აღინიშნა 1977 წელს. ხოლო 2012 წელს ტავიანებს გადაეცათ ბერლინის კინოფესტივალის "ოქროს დათვი" ფილმისთვის "კეისარი უნდა მოკვდეს!" პაოლო და ვიტორიო ტავიანების მოღვაწეობა უკავშირდება გასული საუკუნის 60-იან წლებში იტალიური პოლიტიკური კინოს აღორძინებას. 2007 წელს ტავიანებმა გადაიღეს ფილმი "ტოროლას ბუდე", რომელიც... Читать дальше...

გერმანიის პრეზიდენტი დასავლეთსა და რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის პრეზიდენტი შეშფოთებულია დასავლეთსა და რუსეთს შორის „გაუცხოების“ გამო. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გამოდის მოწოდებით, განახლდეს დიპლომატიური მცდელობები გაფუჭებული ურთიერთობების გამოსასწორებლად. ამის თაობაზე შტაინმაიერი აცხადებს 15 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. მისი თქმით, ბრიტანეთში რუსეთის ყოფილი ჯაშუშის და მისი შვილის მოწამვლა „ძალიან სერიოზული ინციდენტია“, მაგრამ, შტაინმაიერი თვლის, რომ სულ მცირე, ასევე შეშფოთებული უნდა ვიყოთ რუსეთსა და დასავლეთს შორის გამალებული გაუცხოების გამო, რისი... Читать дальше...

დასავლელი მოკავშირეები: ასადმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან უნდა ითანამშრომლოს

Radiotavisupleba.ge 

აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სთავაზობენ სირიის შესახებ რეზოლუციის ახალ პროექტს. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ფრანსპრესმა, 15 აპრილს. საფრანგეთის მიერ მომზადებულ დოკუმენტი ითვალისწინებს „დამოუკიდებელი მექანიზმის“ შექმნას იმისათვის, რომ გამოიძიონ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება სირიის ქალაქ დუმაში. ამავე ცნობით, პროექტი შეიცავს მოწოდებას პრეზიდენტ ბაშარ ასადისადმი, ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან. ამ ორგანიზაციის სპეციალისტები ქალაქ დუმაში 7 აპრილს მომხდარს იკვლევენ. Читать дальше...



დასავლეთი ასადს სთავაზობს, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან ითანამშრომლოს

Radiotavisupleba.ge 

აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სთავაზობენ სირიის შესახებ რეზოლუციის ახალ პროექტს. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ფრანსპრესმა, 15 აპრილს. საფრანგეთის მიერ მომზადებულ დოკუმენტი ითვალისწინებს „დამოუკიდებელი მექანიზმის“ შექმნას იმისათვის, რომ გამოიძიონ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება სირიის ქალაქ დუმაში. ამავე ცნობით, პროექტი შეიცავს მოწოდებას პრეზიდენტ ბაშარ ასადისადმი, ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან. ამ ორგანიზაციის სპეციალისტები ქალაქ დუმაში 7 აპრილს მომხდარს იკვლევენ. Читать дальше...

აშშ-მა სირია გააფრთხილა, რომ მზად არის დაარტყას მას, თუ კვლავ მოაწყო ქიმიური თავდასხმა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა გააფრთხილა სირიის მთავრობა, რომ მზად არის კვლავ დაარტყას მას, თუ დამასკი ქიმიურ იარაღით თავდასხმას განახორციელებს. ეს გაფრთხილება მოჰყვა აშშ-ის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ საჰაერო დარტმას სირიაზე 14 აპრილს, რაც სირიის მხრიდან განხორციელებულ, სავარაუდოდ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხი იყო. ამ თავდასხმას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.საჰაერო დარტყმების ტალღა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ტავდასხმა იყო სირის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ. გაეროს... Читать дальше...

“ფრიდომ ჰაუსმა” ანგარიშში არსებული შეცდომა აღიარა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter 11 აპრილს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით ტენდენცია გაუარესებულია, რის დასტურადაც ორგანიზაციას რამდენიმე მცდარი ფაქტი ჰქონდა მითითებული. მათ შორის ის, რომ თითქოს დაიხურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, რომელიც პირდაპირ ეთერში პარლამენტის სხდომებს გადასცემდა. ანგარიშის […]

ვინ არის "ვაგნერი" და რას საქმიანობენ დაქირავებული რუსი მებრძოლები სირიაში?

Radiotavisupleba.ge 

სხვადასხვა საერთაშორისო კონფლიქტში, სადაც კრემლს თავისი ინტერესები აქვს, რუსეთის რეგულარული არმიის გარდა მონაწილეობენ დაქირავებული მებრძოლებიც. მათ არსებობაზე მოსკოვი თვალს ხუჭავს. თუმცა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ფაქტები უტყუარია.

"ქართული ლეგიონის" ამოცანები უკრაინაში

Radiotavisupleba.ge 

​კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებული ჯარისკაცები სირიის გარდა აღმოსავლეთ უკრაინაშიც იბრძვიან, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა მხარეზე. შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ სამხედრო ძალას იყენებს უკრიანის არმიაც. თუმცა კიევი მათ მოხალისეებს უწოდებს. რით განსხვავდებიან დაქირავებულები მოხალისეებისგან? უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი კიევიდან უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს.

"პერსპექტივა" (No 19) – 15.04.18

Radiotavisupleba.ge 

დღეს რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" ამ და სხვა თემებზე გვექნება საუბარი: ვინ არის "ვაგნერი" და რას საქმიანობენ დაქირავებული რუსი მებრძოლები სირიაში? „ქართული ლეგიონის“ ამოცანები ურაინაში შინ - უცხოეთში: შეხვედრა მიუნხენელ მსახიობთან, ჰელენა გეორგესთან ნიკო ნერგაძის რუბრიკა კალეიდოსკოპი რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს... Читать дальше...

სულ ჩემი შვილის მოკვლით მემუქრებოდა, უნდა გაგამწაროო – მოკლული გოგონას დედა (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის გოგონას დედა მედიასთან კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ  ყოფილი მეუღლე შვილის მოკვლით ემუქრებოდა. „სულ ჩემი შვილის მოკვლით მემუქრებოდა, უნდა გაგამწაროო! მე მოვეკალი,“-ამბობს გოგონას დედა.

მოსკოვის რეგიონში ნაგავსაყრელების საწინააღმდეგო გამოსვლები გიმართა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ და პროტესტს გამოთქვამდნენ ნაგავსაყრელების წინააღმდეგ მოსკოვის რეგიონის ქალაქებში. ყველაზე დიდი გამოსვლა, რომლის მონაწილეები ნაგავსაყრელის დახურვა ითხოვნენ, გამონაბოლქვი მავნე აირების გამო, მოეწყო ქალაქ ვოლოკოლამსკში. დემონსტრაციის მონაწილეები მთავრობას მოუწოდებენ, დახუროს იადროვოს ნაგავსაყრელი. მოსახლეობა ამ ნაგავსაყრელის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს უკვე იანვრის შემდეგ. მარტის თვეში ათეულობით ბავშვი მოხვდა საავადმყოფოში აირით მოწამვლის სიმპტომებით.

პაკისტანის არმიამ ადგილობრივი წარმოების ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის არმია ავრცელებს ცნობას, რომ წარმატებით გამოცადა ამ ქვეყანაში წარმოებული ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტა, „ბაბური“.14 აპრილის განცხადებით, „ბაბურის“ ტიპის გაუმჯობესებულ რაკეტას შეუძლია დააზიანოს მიზანი ხმელეთსა და წყალზე 700 კილომეტრის რადიუსში და გადაიტანოს სხვადასხვა ტიპის ქობინა. პაკისტანი და მისი მეზობელი, ძველი მოქიშპე, ინდოეთი, მუშაობენ სხვადასხვა ტიპის რაკეტების განვითარებაზე მას მერე, რაც 1998 წელს ბირთვული გამოცდები მოაწყვეს.

ჩერნოგორიაში საპრეზიდენტო კენჭისყრა დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

15 აპრილს ჩერნოგორიაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება . ფავორიტია არაერთგზის პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტი, მილო ჯუკანოვიჩი. კენჭისყრა გადამწყვეტი მოვლენაა ადრიატიკისპირა მცირე სახელმწიფოსთვის. 15 აპრილის არჩევნები გაარკვევს, დარჩება თუ არა ჩერნოგორია დასავლური ორიენტაციის ქვეყნად, თუ დაუბრუნდება რუსეთის ორბიტას, მოსკოვთან ბოლო დროს გაუარესებული ურთიერთობის მიუხედავად. არჩევნების წინასწარ შედეგს საღამოსთვის მოელიან. ბოლო გამოკითხვით, რომელიც პოდგორიცის დემოკრატიული ცვლილებების ცენტრმა ჩაატარა, ჯუკანოვიჩს გამოკითხულთა 50 პროცენტზე მეტი მიემხრო. Читать дальше...

ქართველი მუსიკოსის საუნდტრეკი ამერიკული ფილმისთვის

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისელმა მსახიობმა და მუსიკოსმა ლელა ლომთაძემ დაწერა საუნდტრეკი ამერიკული ფილმისთვის, რომლის სათაურია - „SPIES, Incorporated: Night at the Lorenzo“.

უნგრეთში პრემიერ ორბანის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაცია მოეწყო

Radiotavisupleba.ge 

ათეულ ათასობით დემონსტრანტი მონაწილეობდა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, 14 აპრილს, გამართულ საპროტესტო შეკრებაში. ორგანიზატორების თანახმად, ისინი პროტესტს გამოხატავდნენ უსამართლო საარჩევნო სისტემის გამო, რომელმაც პრემიერ ვიქტორ ორბანს არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა მისცა. ორბანმა 8 აპრილის არჩევნებში გაიმარჯვებას მიაღწია მას მერე, რაც მისმა პარტიამ, ფიდესმა, პარლამენტში უმრავლესობა გაინაღდა ანტისაიმიგრაციო კამპანიის შედეგად. „ჩვენ ვართ უმრავლესოაბ“, ამ ლოზუნგით მოითხოვდნენ დემონსტრანტები ხმების განმეორებით დათვლას... Читать дальше...



Москва

Бухалово и Париж: откуда появились необычные и смешные названия населенных пунктов в России


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Москва увеличивает объемы специализированной медицинской помощи



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

Хейтеры набросились на Волочкову после отпуска на Мальдивах




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Вау-эффект. Как будут выглядеть четыре стадиона Москвы после реконструкции

«Спартак» обыграл «Рубин» в последнем домашнем матче Джикии

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове


Юлия Путинцева

Путинцева вернулась после 0:6 и одержала важную победу



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Гоночная машина протаранила толпу зрителей на ралли в Ленобласти



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России