Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2018

Новости за 17.04.2018

"ძალა ერთობაშია" ჟინვალთან გზის გადაკეტვას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

ჟინვალთან, საქართველო-რუსეთის გზის გადაკეტვას გეგმავს სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. ადგილზე იმყოფება მოძრაობის რამდენიმე ათეული წევრი. ისინი რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი ტრანსპორტის შეჩერებას გეგმავენ. მათი თქმით, აქცია გაგრძელდება 17 აპრილს სოფელ ფლავისმანში დაკავებული თამაზ ილურიძის გათავისუფლებამდე. ჟინვალში უკვე მობილიზებულია პოლიცია. 17 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ ილურიძე დააკავეს. თამაზ ილურიძე თანასოფლელთან... Читать дальше...

ყვირილი და და დაპირისპირება რეაქციის ეთერში – ლაშა ნაცვლიშვილი და ლევან სამუშია (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter გადაცემა რეაქციაში სტუმრობისას “თავისუფალი დემოკრატები”-ს წევრი ლევან სამუშია და ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რისი მიზეზიც საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი გახდა. ურთიერთბრალდებები ცხარე დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ევროპის კომისია გამოდის რეკომენდაციით გაწევრიანების მოლაპარაკებაზე მაკედონიასა და ალბანეთთან

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის კომისია გამოვიდა რეკომენდაციით ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება ალბანეთსა და მაკედონიასთან, იმ ფონზე, როცა საფრანგეთის პრეზიდენტმა გამორიცხა ბლოკის გაფართოება მის რეფორმირებამდე. შეხვედრაზე, სადაც განიხილებოდა კომისიის ანგარიში ბალკანეთის ექვს, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოში პროგრესის და მათდამი რეკომენდაციების შესახებ, გაფართოების კომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ ალბანეთმა და მაკედონიამ "ბოლო თვეებში ბევრი რამ გააკეთეს და ეს აღიარებას იმსახურებს". ანგარიშში ნათქვამია... Читать дальше...



სოფელ ფლავისმანში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

17 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ ილურიძე დააკავეს. თამაზ ილურიძე თანასოფლელთან, გელა გიუნაშვილთან ერთად პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. გელა გიუნაშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გარდა ყუმბარმტყორცნიც ჰქონდათ. გიუნაშვილი ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. Читать дальше...

სირიის მედია: ქიმიური იარაღის ექსპერტები ქალაქ დოუმაში ჩავიდნენ

Radiotavisupleba.ge 

სირიის სახელმწიფო მედიის თანახმად, ქიმიური იარაღის საერთაშორისო ექსპერტები ჩავიდნენ ქალაქ დოუმაში, სადაც 7 აპრილს, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით თავდასხმის შედეგად დაიღუპა 43 ადამიანი. ამ თავდასხმამ კიდევ უფრო გაამწვავა დასავლეთსა და რუსეთს, როგორც სირიის მმართველი რეჟიმის მოკავშირეს, შორის უთანხმოება. სირიის სახელმწიფო ტელევიზიისა და ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „სანას“ თანახმად, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წარმომადგენლები 17 აპრილს ჩავიდნენ დოუმაში. 16 აპრილს ორგანიზაციის თავმჯდომარე აჰმეტ უზუმჯუ აცხადებდა... Читать дальше...

გარევაჭრობა ქუთაისში

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში ჭავჭავაძის პროსპექტზე არსებულ მაღაზიებსა და ბაზრობებზე დასაქმებულები ადგილობრივ ხელისუფლებას გარევაჭრობის აკრძალვას სთხოვენ. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელი აღარ შედის და მათ დიდი გადასახადები აქვთ, ქუჩაზე ანტისანიტარია და უწესრიგობაა. გარემოვაჭრეები კი ამბობენ, რომ ბაზარსა და მაღაზიებში მყიდველი ცოტაა, ამიტომ ისინი გარევაჭრობას არჩევენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი გამოდის გაფრთხილებით ავტორიტარიზმის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპა გააფრთხილა "ავტორიტარიზმის" ცდუნების შესახებ, როგორც ევროკავშირში, ისე მსოფლიოს გარშემო. 2017 წლის მაისში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ  ევროპარლამენტის წინაშე თავის პირველ გამოსვლაში მაკრონმა თქვა, რომ მიმდინარეობს "ერთგვარი ევროპული სამოქალაქო ომი". გამოსვლაში, რომლის ადრესატები დიდი ალბათობით იყვნენ უნგრეთი და პოლონეთი, მაკრონმა განაცხადა "საქმე გვაქვს არალიბერალურით მოხიბვლასთან" და ეს ტენდენცია მუდმივად მატულობსო. "არ მსურს ვეკუთვნოდე მთვარეულთა თაობას... Читать дальше...

ახალი სკანდალი – პირი, რომელსაც პროკურატურა მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს, პრეზიდენტმა საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე შეიწყალა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შემდეგ, კიდევ ერთი სკანდალური საქმე ხდება ცნობილი, რომლის ანალოგი ამ დრომდე არ მოიპოვება. საუბარია პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ დანაშაულში მხილებული კიდევ ერთი პირის შეწყალებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ის გახლავთ, რომ შეწყალებული პირის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ჯერაც მიმდინარეობს და შესაბამისად, მის მიმართ მეორე […]



სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

Radiotavisupleba.ge 

ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩია ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 17-ის წინააღმდეგ. სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად წარადგინეს სომხეთის მმართველი "რესპუბლიკური პარტიის" და მისი კოალიციური პარტნიორის, „დაშნაკცუტუნის“ საპარლამენტო ფრაქციებმა. სარგსიანის მმართველობის გაგრძელების წინააღმდეგ სომხეთში 13 აპრილიდან დაიწყო საპროტესტო აქციები. საპროტესტო მოძრაობის, „ჩემი ნაბიჯის“ ლიდერმა... Читать дальше...

რუსეთი: ქიმიური იარაღის ექსპერტები დოუმაში 18 აპრილს ჩავლენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქიმიური იარაღის საერთაშორისო ექსპერტები სირიის ქალაქ დოუმაში 18 აპრილს ჩავლენ, რათა შეისწავლონ ის ადგილები, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღით მოხდა თავდასხმა - თუმცა აშშ შიშობს, რომ მოსკოვმა შესაძლოა უკვე შეცვალა ადგილზე არსებული მტკიცებულებები. 16 აპრილს ქიმიური იარაღის კონტროლის გლობალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ექსპერტებს კვლავაც არ უშვებდნენ ადგილზე. "ჩვენი გუნდი კვლავაც არ ჩასულა დოუმაში" - თქვა აჰმეტ უზუმჯუმ, ქიმიური იარაღის აკრძალვის... Читать дальше...

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საჭიროების შემთხვევაში საჰაერო ტექნიკას გამოიყენებენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოდგილის, ნოდარ კერესელიძის, განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ავიაციასაც გამოიყენებენ. "ის მონიტორინგის სისტემა, რაც ახლა მუშაობს, მოგვცემს საშუალებას გავაანალიზოთ და, თუკი იქნება ამის საჭიროება, იქნება გამოყენებული”, - განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ კერესელიძემ აბაშაში, სადაც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შტაბი დაათვალიერა. მანამდე შტაბში ფაროსანას წინააღმდეგ... Читать дальше...

ერევანში დაკავებულია სულ მცირე 80 დემონსტრანტი

Radiotavisupleba.ge 

ერევნის პოლიცია განაგრძობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებას. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, 14 საათისთვის დაკავებულთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის არჩევის მოწინააღმდეგეებს ერევანში, ე.წ. მჯდომარე აქციებით აქვთ ბლოკირებული რამდენიმე სამთავრობო დაწესებულების შესასვლელები. საპროტესტო გამოსვლებია სომხეთის ქალაქ ვანაძორშიც, სადაც პოლიციამ ძალა გამოიყენა დემონსტრანტების მიერ გადაკეტილი გზების გასახსნელად. 13 აპრილიდან დაწყებული საპროტესტო მოძარობის... Читать дальше...

როდის გახდება ველოსიპედი ბათუმში ალტერნატიული ტრანსპორტის საშუალება

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბასთან, ველობილიკის მონაკვეთი რკინის კონსტრუქციით გადაიკეტა, რითაც შუაზე გაიყო უწყვეტი ველოტრასა, რომელიც ბულვარის დასაწყისში - ანბანის კოშკიდან - იწყება და ახალი ბულვარის ტერიტორიამდე გრძელდება

ფოტოკედელი გორში

Radiotavisupleba.ge 

გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრებმა ქალაქში აქცია დაიწყეს. ისინი ცენტრალურ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდნენ, კედლები თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დარჩენილი სააგიტაციო პლაკატებისგან გაწმინდეს და საკუთარი ფოტოები გამოფინეს.

საინიციატივო ჯგუფი ლაგოდეხში აუდიტის სამსახურის ჩასვლას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემოწმების მიზნით საინიციატივო ჯგუფი ლაგოდეხში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩასვლასა და პროექტების ფინანსურ შესწავლას ითხოვს.

„მფრინავი“ საბავშვო ბაღი

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში საბავშვო ბაღი ნამდვილ თვითმფრინავშია გახსნილი.  ამ იდეის ავტორი პროფესორი გარი  ჩაფიძე იდეაზე საავტორო უფლებასაც ფლობს. შესაბამისად, მისი თქმით, მსოფლიოში სხვაგან ასეთ ბაღს ვერავინ გახსნის.  მეტალურგების ქალაქში შეიძლება მალე მფრინავებიც გაიზარდონ. თქვენ როგორ მოგწონთ „მფრინავი“ ბაღის იდეა?

"ნტვ-პლუსის" ავტორიზაცია - კომისიის მინუსი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ იყო უფლებამოსილი „ნტვ-პლუსისთვის” ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობა მიეცა, რადგან ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად რუსულ კომპანიას არ გაუვლია რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში და რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა  არ წარუდგენია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

სარგსიანი გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩია ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 17-ის წინააღმდეგ.


Музыкальные новости
Юрий Лоза

Лоза заявил, что Галкин* и Пугачева за границей «считают каждую копейку»





Rss.plus
Google

Что там в IT: ИИ-отрыв Google, ChatGPT почти человек, отечественный BIOS




Собянин заявил об увеличении числа резидентов ОЭЗ «Технополис Москва»

16-летний сын известного московского адвоката задержан за убийство домработницы

Звезде ТНТ Марине Кравец исполняется 40 лет

Чемпионат профмастерства для учеников с ОВЗ стартовал в Подмосковье




ერევანში პოლიციამ დააკავა სულ მცირე 29 დემონსტრანტი

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პოლიციამ დააკავა სულ მცირე 29 აქტივისტი, რომლებიც აპროტესტებდნენ კანონმდებელთა ნაბიჯებს საიმისოდ, რომ ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის ძალაუფლება ახლა პრემიერ-მინისტრის პოსტით გამყარდეს. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან გაფრთხილებისა, რომ ისინი მღელვარებას ჩაახშობდნენ, ერევნის ცენტრში ასობით დემონსტრანტი გავიდა 17 აპრილს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პოლიციასთან შეტაკებებში დაშავდა ათობით დემონსტრანტი. დილით ადრე პოლიციამ აქციების ლიდერს, ნიკოლ პაშინიანს გადასცა წერილობით გაფრთხილება, რომ... Читать дальше...

პუტინმა და მერკელმა ისაუბრეს სირიის კრიზისზე და ბალტიისპირეთის მილსადენის პროექტზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ტელეფონით ისაუბრეს სირიაში შექმნილ ვითარებაზე და კამათის საგნად ქცეულ პროექტზე, რომელიც ბალტიისპირეთის მილსადენს ეხება - იუწყება კრემლი. ამავე წყაროს ინფორმაციით, პუტინმა გააკრიტიკა საჰაერო დარტყმები, რომლებიც გასულ კვირაში განახორციელეს აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამთავრობო ობიექტებზე. პუტინმა მერკელს განუცხადა, რომ ეს დარტყმები წარმოადგენდა აგრესიის აქტს, რომელმაც დაარღვია გაეროს ქარტია და "მნიშვნელოვანი... Читать дальше...

შსს: ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სრულფასოვანი ექსპერტიზისთვის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გამოიყენებენ ყველა საშუალებას არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად და მათ შორისაა, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის კომპონენტიც. გახარიას ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა გარდაცვლილის შინაგანი ორგანოების გადმოსაცემად. “ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს, რადგან ექსპერტიზაა ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის“ - განუცხადა 17 აპრილს... Читать дальше...

მარიამ ჯიშკარიანი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაზე

Radiotavisupleba.ge 

17 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ ჯიშკარიანი, ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევაზე - ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას ნაკლული, შინაგანი ორგანოების გარეშე, გადაეცა. 12 აპრილს "ემპათიამ", რომლის ექსპერტიც მონაწილეობდა 20-21 მარტს ღამით ექსპერტიზის დაწყების პროცესში, მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ყველა არსებული მასალის: რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის... Читать дальше...

ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს. სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თემურ ბაქრაძესაც. ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მამინაცვალმა 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლა. პოლიციელებმა მკვლელობაში ბრალდებული პირი 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით... Читать дальше...

თბილისის მერი უარყოფს, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „გაუგებარი ჭორები“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას პარტია „ქართული ოცნება“ განიხილავს საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად. "მე მაქვს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა. ამირჩია დედაქალაქის მოსახლეობამ და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვაპირებ მომდევნო წლების განმავლობაში“ - განუცხადა 17 აპრილს, ჟურნალისტებს კახა კალაძემ. მისი ინფორმაციით, მმართველ გუნდში დაწყებულია მსჯელობა პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.



Москва

Сергей АРУТЮНОВ, Astero - Там


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал об уникальных составах, которые поедут по БКЛ в эти выходные



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Песня

Рассылка Песни или Музыки на все Радиостанции России, СНГ и Мира, а также по всем СМИ России.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Псковичи участвуют в окружном полуфинале конкурса «Это у нас семейное» в Москве

Бег — один из самых популярных видов спорта у россиян

Кто создает «креативный код» страны?


WTA

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Жизнь

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России