აშშ-მა სირია გააფრთხილა, რომ მზად არის დაარტყას მას, თუ კვლავ მოაწყო ქიმიური თავდასხმა
აშშ-მა გააფრთხილა სირიის მთავრობა, რომ მზად არის კვლავ დაარტყას მას, თუ დამასკი ქიმიურ იარაღით თავდასხმას განახორციელებს. ეს გაფრთხილება მოჰყვა აშშ-ის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ საჰაერო დარტმას სირიაზე 14 აპრილს, რაც სირიის მხრიდან განხორციელებულ, სავარაუდოდ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხი იყო. ამ თავდასხმას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.საჰაერო დარტყმების ტალღა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ტავდასხმა იყო სირის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ. გაეროს უშიშროების საბჭომ 14 აპრილს არ მიიღო რუსეთის შეთავაზება, დაეგმოთ სუვერენული სხელმწიფოს წინააღმდეგ გაუმართლებელი „აგრესია“.