უნგრეთის არჩევნებში ორბანის პარტიამ 199 ადგილიდან 133 დაისაკუთრა
უნგრეთის საარჩევნო უწყების ოფიციალური ცნობით,12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველმა, ფიდესის, პარტიამ მანდატების ორი მესამედი დაისაკუთრა. 15 აპრილს საარჩევნო კომოსიამ გამოაცხადა, რომ ფიდესმა 199 ადგილიდნ 133 მოიგო, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა, ულტრამემარჯვენე პარტიამ, 26. სოციალ-დემოკრატებმა საკანონმდებლო ორგანოს 20 მანდატი მიიღეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 70 პროცენტმა მიიღო. ეუთოს მეთვალყურეთა თანახმად, კენჭისყრას ახასიათებდა დაშინების და ქსენოფობიური რიტორიკა, მედია იყო მიკერძოებული, ხოლო საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, გაუმჭვირვალე. ორბანმა ანტიკომუნისტ ლიბერალ აქტივისტად დაიწყო პოლიტიკური კარიერა, ის მეოთხედ გახდა პრემიერ-მინისტრი. მას აკრიტიკებენ, რომ მიატოვა დემოკრატიული გზა და ავტორიტატული მიმართულებით მიდის. 14 აპრილს, ათეულ ათასობით დემონსტრანტი მონაწილეობდა ბუდაპეშტში გამართულ საპროტესტო შეკრებაში. ორგანიზატორების თანახმად, ისინი პროტესტს გამოხატავდნენ უსამართლო საარჩევნო სისტემის გამო, რომელმაც პრემიერ ვიქტორ ორბანს არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა მისცა.