ერევანში პოლიციამ დააკავა სულ მცირე 29 დემონსტრანტი
სომხეთის პოლიციამ დააკავა სულ მცირე 29 აქტივისტი, რომლებიც აპროტესტებდნენ კანონმდებელთა ნაბიჯებს საიმისოდ, რომ ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის ძალაუფლება ახლა პრემიერ-მინისტრის პოსტით გამყარდეს. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან გაფრთხილებისა, რომ ისინი მღელვარებას ჩაახშობდნენ, ერევნის ცენტრში ასობით დემონსტრანტი გავიდა 17 აპრილს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პოლიციასთან შეტაკებებში დაშავდა ათობით დემონსტრანტი. დილით ადრე პოლიციამ აქციების ლიდერს, ნიკოლ პაშინიანს გადასცა წერილობით გაფრთხილება, რომ დემონსტრანტებმა დაარღვიეს საჯარო შეკრების კანონი და ხელისუფლებამ მათი დაშლა გადაწყვიტა. პაშინიანმა გაფრთხილება წაუკითხავად დახია და გამოაცხადა, რომ დაიწყო "საყოველთაო დაუმორჩილებლობის" კამპანია. მაშინ, როცა სარქისიანი პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, პოლიციამ სულ მცირე 29 აქტივისტი დააკავა. დაძაბულობა მატულობს კენჭისყრამდე, რომელიც, მთავრობის კრიტიკოსებით განცხადებით, კიდევ უფრო მეტად გაამყარებს სარქისიანის მიერ ძალაუფლების მითვისებას, რადგან მას საშუალებას მისცემს კონტროლი შეინარჩუნოს, პრეზიდენტის პოსტის დატოვების მიუხედავად.