"ნტვ-პლუსის" ავტორიზაცია - კომისიის მინუსი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ იყო უფლებამოსილი „ნტვ-პლუსისთვის” ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობა მიეცა, რადგან ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად რუსულ კომპანიას არ გაუვლია რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში და რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა არ წარუდგენია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.