მოსახლეობა „RMG Gold“-ის წინააღმდეგ
მე-10 დღეა მოსახლეობა „RMG Gold“-ს მუშაობის საშუალებას არ აძლევს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის მცხოვრებლებს გზა აქვთ გადაკეტილი. ისინი მუშებსა და მძიმე ტექნიკას არ ატარებენ. აქციის მონაწილის შავლეგ ქალდანის თქმით, მოსახლეობა მოითხოვს, „RMG Gold“-მა შეწყვიტოს ოქროს მოსაპოვებელი სამუშაოები, რადგან ამით სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობა უარესდება. მისივე თქმით, ოქროს მოსაპოვებლად უკვე ჰექტრობით ტყე გაჩეხეს და ამას აფეთქებებიც რომ დაემატოს, სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი გახდება.