რუსეთში 18 მოქალაქეს დაუმტკიცდა სიძულვილის დანაშაულის ჩადენა
სანკტ-პეტერბურგში სასამართლომ რუსეთის 18 მოქალაქეს დაუმტკიცა 36 სიძულვილის დანაშაულის ჩადენა, მათ შორის უზბეკი მამაკაცის მკვლელობა 2013 წელს. საგამოძიებო კომიტეტის სანკტ-პეტერბურგის წარმომადგენლობის განცხადებით, დამნაშავეთა ჯგუფს, რომელშიც ქალებიც და მამაკაცებიც არიან, განაჩენს ახლო მომავალში გამოუტანენ. კომიტეტის თანახმად, დანაშაულების ჩადენის დროს, 2012-2014 წლებში მათგან 14-ს ასაკი 18 წელზე ნაკლები იყო. ჯგუფი დამნაშავედ მიიჩნიეს ისეთ დანაშაულებში, როგორებიცაა მკვლელობა, არასრულწლოვნის დანაშაულში ჩართვა, ძარცვა, სიძულვილის გაღვივება, ჯანმრთელობის დაზიანება, ქურდობა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების განადგურება. ჯგუფის არც ერთი მსხვერპლი არ ყოფილა რუსი, ისინი ძირითადად კავკასიიდან და შუა აზიიდან იყვნენ.