მოსახლეობის ნაწილი საკომპენსაციო თანხების გაზრდას ითხოვს
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია გამართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მცხოვრებთა ნაწილმა, რომელმაც კომპენსაციის სანაცვლოდ კუთვნილი მიწები დათმო სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის.