უკრაინა აღაშფოთა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებამ
28 ივლისს, რუმინეთში ვიზიტისას ორბანმა განაცხადა, რომ რეალობას მოკლებული არ არის უკრაინაზე რუსეთის ჰეგემონიის დამყარება და ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს კრემლისადმი პრიმიტიული პოლიტიკა და გააუქმოს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. ორბანის განცხადებითვე, ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შანსები თითქმის ნულის ტოლია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის საქმეთა დროებით რწმუნებულს განუცხადეს, რომ დაუშვებელია პრემიერ-მინისტრ ორბანის მიერ კიევის ევროატლანტიკური მისწრაფებების აბუჩად აგდება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთისგან მოითხოვა შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე.
