Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2018

Новости за 31.08.2018

აი ერთი მაგალითი ამ სიბნელის – კახა კალაძე ნიკა გვარამიას უცენზურო პოსტს პასუხობს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია “რუსთავი2′-ის გენერალური დირექტორის უცენზურო ფეისბუქ პოსტს პასუხობს. “ჩვენ ყველამ სოციალურ ქსელებში სიძულვილით და აგრესით მოლაპარაკეები ბნელებად მოვნათლეთ,სამწუხაროდ ბევრნაირი გვყავს.  აი ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამ სიბნელის.ერთია,რომ ამ პირს ქვეცნობიერად დაგროვილი რაღაც კომპლექსები აწუხებს და მეორეა რომ ევროპელობის არსიც არ ესმის სხვა ბნელებივით… ევროპა ინტიმური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე არ […]

ჯონ მაკკეინი საქართველოსთვის

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი - საქართველოს ეროვნული გმირი, თავისუფლების იდეალებისთვის მებრძოლი და ადამიანური ფასეულობების დამცველი. ის სულ მხარდამჭერად ეგულებოდა და ეიმედებოდა საქართველოს.

ევროკავშირის მინისტრები შეშფოთებას გამოთქვამენ კოსოვოსა და სერბიას შორის მიწის გაცვლაზე

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გერმანიას აუბეს მხარი და შეშფოთება გამოთქვეს კოსოვოსა და სერბიას შორის ტერიტორიების გაცვლის წინადადებაზე - მინისტრები თვლიან, რომ ამან შესაძლოა ძველი ეთნოკონფლიქტები თავიდან გააღვივოს. "ჭკუის სწავლება არ მსურს, მაგრამ საზღვრების ცვლილებას ყოველთვის მოსდევს ძველი პრობლემები" - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარენ კნეისლმა 31 აგვისტოს, ვენაში დანიშნული შეხვედრის წინ. იგივე გაიმეორა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა - განაცხადა... Читать дальше...

შალია ფოტოგრაფი რაჭიდან - რაჭაში ფოტოაპარატით, ისრაელში - თონესთან

Radiotavisupleba.ge 

ჩვევად მაქვს, ხანმოკლე შვებულებისას რაჭაში როცა ვბრუნდები, ძველ ალბომებს გადმოვიღებ და ვათვალიერებ ხოლმე. ჩემები რატომღაც აღარ შლიან ამ ალბომებს. ალბათ, იმიტომ, რომ მათთვის ყველაფერი ისევ ისეა, როგორც 30 წლის წინ. არაფრის გადამეორება არ სჭირდებათ.

მოკლულია უკრაინელ სეპარატისტთა ლიდერი ზახარჩენკო

Radiotavisupleba.ge 

31 აგვისტოს, უკრაინის ქალაქ დონეცკის ერთ-ერთ კაფეში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა ალექსანდრ ზახარჩენკო, დონეცკის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ლიდერი.

ევროპარლამენტი ასოცირების შეთანხმების შესრულებას აფასებს

Radiotavisupleba.ge 

31 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვანო ჩხიკვაძე, "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი.

ცედანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

Radiotavisupleba.ge 

სამდღიანი ხანძარი სოფელ ცედანის ტყეში ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შალვა ხუციშვილმა სოფელ ცოცხნარას ცენტრში ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა. მისი განცხადებით, ეს იყო ტყის ხანძრების ისტორიაში პრაქტიკულად პირველი შემთხვევა, რომლის ლიკვიდაციაც ასე სწრადად მოხდა. „ ეს ძირითადად განპირობებული იყო ახალი ტექნიკისა და მეხანძრეების ძალიან ეფექტური მუშაობით და, მეორე, ეს იყო ყველა სახელმწიფო უწყების ეფექტური კოორდინაცია“. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ტყის... Читать дальше...

დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის მეთაური აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter უკრაინული და რუსული მედიის  ცნობით, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის მეთაური ალექსანდრე ზახარჩენკო მისი რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 42 წლის ზახარჩენკო თავდაპირველად საავამდყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანებები მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა, იუწყება გამოცემა “უნიანი” ალექსანდრე ზახარჩენკო დონეცკის თვითგამოცხადებულ  სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა 2014 წლის 4 ნოემბერს.



აფეთქების შედეგად დაიღუპა დონეცკის სეპარატისტული სახალხო რესპუბლიკის ლიდერი

Radiotavisupleba.ge 

გავრცელებული ცნობებით, დონეცკის ცენტრში ხუთშაბათ საღამოს მოხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა დონეცკის სეპარატისტული სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, ალექსანდრ ზახარჩენკო. რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება კაფე "სეპარში" მოხდა, ადმინისტრაციის შენობის მხალობლად. რადიო „სვობოდას“ ცნობით, სეპარატისტების ლიდერის დაღუპვა დაადასტურეს სამხედრო ჟურნალისტმა სემიონ პეგოვმა და დონეცკელმა ბლოგერმა ალექსანდრ ჟუჩკოვსკიმ.

"გამოსავლის ძიებაში ყველამ ერთმანეთს უნდა დავუჭიროთ მხარი"

Radiotavisupleba.ge 

31 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გოგუა, "ახალი ვექტორის" ახალგაზრდული პროექტების მენეჯერი.

ატომური სააგენტო: ირანი კვლავ იცავს 2015 წლის შეთანხმებას

Radiotavisupleba.ge 

ატომურ საკითხებზე გაეროს სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ირანი თავის ატომურ პროგრამას კვლავაც 2015 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული შეზღუდვის ფარგლებში ამუშავებს, მიუხედავად ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლისა. სააგენტომ 30 აგვისტოს გამოაქვეყნა უკვე მეორე ანგარიში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაისში გამოაცხადა, რომ გადის ხელშეკრულებიდან და ირანს განუახლებს სანქციებს. 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმება შეზღუდვას უწესებდა ირანის მიერ ურანის გამდიდრების ზედა დონეს... Читать дальше...

საარჩევნო სტენდები, კარდაკარ აგიტაცია და გაცრეცილი პლაკატები

Radiotavisupleba.ge 

წლევანდელ არჩევნებში, პირველად, პლაკატების გაკვრა აიკრძალა ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ გარე განათების ბიძებზე, რომლებზეც მრავლად არის გაკრული სხვადასხვა კომერციული განცხადება.

"ოსკარზე" საქართველო ზაზა ხალვაშის "ნამეს" წარადგენს

Radiotavisupleba.ge 

ოსკარის დაჯილდოვებაზე უცხოენოვანი ფილმების კონკურსში წარსადგენად ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოავლინა. კომისიამ ზაზა ხალვაშის „ნამე" შეარჩია 6 ფილმს შორის. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვება 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საპარლამენტო კომისია დასკვნაზე მუშაობს

Radiotavisupleba.ge 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის დასკვნის პროექტი მომზადებულია და კომისიის წევრებს გადაეცათ-აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ. მისი განმარტებით ახლა კომისია დასკვნაზე მუშაობის ბოლო ეტაპზე გადადის, რაც დასკვნის იმ ვარიანტის მომზადებას გულისხმობს, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. „გასული თვეების განმავლობაში კომისიამ ჩაატარა ძალიან დიდი სამუშაო, გამოვკითხეთ 70-ზე მეტი მოწმე, მათ შორის არასრულწლოვნები, გვქონდა შეხვედრა ყველა მხარესთან. Читать дальше...

ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი ბრატისლავაში იჭიდავებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, ავთანდილ ჭრიკიშვილსა და ბექა ღვინიაშვილს შორის არჩევანი გააკეთონ დაბალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, რომელზეც ნაკრების ორი გამოცდილი წევრი სავარაუდოდ ერთმანეთს დაუპირისპირდება. ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი 2 სექტემბერს იჭიდავებენ ბრატისლავაში გასამართ ევროპის თასზე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში და რომელიც უკეთ გამოვა, მწვრთნელთა საბოლოო სიაშიც ის მოხვდება. 90 კილოგრამში... Читать дальше...

ჩრდილოეთ ყირიმში გარემოსთვის მიყენებული ზიანის მიზეზად ასახელებენ ტექნიკური მჟავის გაჟონვას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ოკუპირებულ ყირიმის რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქიმიური ქარხნიდან გაჟონვა გახდა მიზეზი გარემოსთვის მიყენებული ზიანისა. ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა ვიცე-პრემიერმა, იგორ მიხაილიჩენკომ 30 აგვისტოს განაცხადა, რომ ხანგრძლივმა მაღალმა ტემპერატურამ და სიმშრალემ კიდევ უფრო გააღრმავა ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე ყირიმის ტიტანის ქარხანაში, რომელიც ტიტანის დიოქსიდს და სხვა ნივთიერბებს აწარმოებს. მიხაილიჩენკოს თქმით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად... Читать дальше...

ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო

Radiotavisupleba.ge 

„ევროკომისიამ საქართველოსთან ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმი გააფორმა და მას 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს“-განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა, ალექსანდერ ვინტერშტაინმა. მისი თქმით, ევროკავშირის მაკროეკონომიკური დახმარება, 45 მილიონი ევროს ოდენობით, საქართველოს მიერ ფინანსური საჭიროებების ნაწილის დაფარვას და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას მოხმარდება.

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

Radiotavisupleba.ge 

„ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებს, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის სამსახურს“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან მიმდინარე საჯარო შეხვედრაზე, რომელსაც ის ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან, ვალდის ზატლერსისთან ერთად მართავს.მისი თქმით, როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში, მანამდეც და მომავალშიც მისი სამსახური საქართველოს სამსახურია „არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი... Читать дальше...

ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებს – გიორგი მარგველაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter პრეზიდენტის სასახლეში ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტის ვალდის ზატლერსის საჯარო შეხვედრა მიმდინარეობს სტუდენტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა, ქვეყნის სამსახურში დარჩება. “როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში და მანამდეც, ასევე მომავალში ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, […]


Музыкальные новости




Rss.plus





კრემლის პრესმდივანი: პუტინი ღიაა ტრამპთან მოლაპარაკებისთვის მოახლოებულ ღონისძიებებზე

Radiotavisupleba.ge 

კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეძლებდა მოლაპარაკების გამართვას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, სამ სამიტზე, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლომდეა დანიშნული. პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 31 აგვისტოს გაზეთ "იზვესტიაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ ლიდერს შორის მოლაპარაკების გამართვა შესაძლებელია სინგაპურში, საფრანგეთში და არგენტინაში დანიშნულ საერთაშორისო შეხვედრებზე. პესკოვის თანახმად, კრემლს სურს ამ მოლაპარაკების გამართვა, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება "საპასუხო რეაქციაზე". Читать дальше...

პრეზიდენტს კვლავ სთხოვენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისკანდიდატურის დასახელებას

Radiotavisupleba.ge 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს შეცვალოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებაზე უარის გადაწყვეტილება: „მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, დროულად და ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და უზრუნველყოს ისეთი კანდიდატის დასახელება, რომელსაც ფართო საზოგადოების მხარდაჭერა ექნება. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოქვამს მზადყოფნას... Читать дальше...

ჩინეთი უარყოფს ავღანეთში სამხედრო ბაზის შექმნის გეგმას

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის ხელისუფლებამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი გეგმავდეს ავღანეთის სამხედრო ძალის შეყვანას და იქ სამხედრო ბაზის დაარსებას. ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან „მხოლოდ ნორმალური თანაშრომლობა გვაქვს უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში,“ - განაცხადა 30 აგვისტოს ჩინეთის სამხედრო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა პოლოკოვნიკმა ვუ კიანმა და „უბრალოდ ტყუილი“ უწოდა ინფორმაციას, რომლის თანახმად ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს სახალხო არმიის რამდენიმე ასეული ჯარისკაცის განთავსებას აღმოსავლეთ ავღანეთში. ჩინეთი... Читать дальше...

ქუთაისის ტორპედომ ვერ შეძლო ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა

Radiotavisupleba.ge 

უეფას 2018-2019 წლების ევროსეზონი საქართველოს საფეხბურთო კლუბებისთვის, ტრადიციულად, საწყის ეტაპებზე დასრულდა. საჩხერის „ჩიხურას“, „სამტრედიისა“ და „დინამო თბილისის“ შემდეგ, ევროტურნირს ქუთაისის „ტორპედოც“ გამოეთიშა. საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „ტორპედოს“ გადამწყვეტი ბარიერის დაძლევაღა დააკლდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად - პლეი-ოფში ბულგარეთის ლუდოგორეცს დაუპირისპირდა და ორი თამაშის ჯამში 0:5 დამარცხდა. პირველი თამაში ქუთაისელებმა ერთი კვირის წინ თბილისში ჩაატარეს და მინიმალური ანგარიშით წააგეს... Читать дальше...




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России