Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2018

Новости за 06.08.2018

ბრიტანეთი აპირებს, რუსეთისაგან მოითხოვოს ადამიანების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ორი პირის ექსტრადიცია

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს, რუსეთისაგან მოითხოვოს სოლსბერისა და ეიმსბერიში ადამიანების მოწამვლასთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი პირის ექსტრადიცია. ამის შესახებ იუწყება გაზეთი „გარდიანი“. მოიწამლა სულ ოთხი ადამიანი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. რუსეთისათვის ორი ადამიანის ექსტრადიციის მოთხოვნაზე გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც საქმე გამოიძია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეცსამსახურების ასობით თანამშრომელმა. შედეგად მოპოვებულია დიდი მასალა ორ რუს ეჭვმიტანილზე - დიდ ბრიტანეთში მათი ჩასვლით დაწყებული და გამგზავრებით დამთავრებული. Читать дальше...

მაშინ იარონ გასაბერ ეკლესიებში, ჯაფარიძეს და მეგრელიშვილსაც ემთხვიონ სადაც უნდათ – სოსო მანჯავიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter “ახლა საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, ვისი უფრო სჯერა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის თუ გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის. თუ ამ უკანასკნელის გზა მიაჩნიათ სწორად, მაშინ იარონ გასაბერ ეკლესიებში და ზურაბ ჯაფარიძეს და მეგრელიშვილსაც ემთხვიონ ხოლმე,სადაც უნდათ.”– ასე ეხმიანება სოსო მანჯავიძე, საქართველოს პატრიარქის საკვირაო ქადაგებას, რომელშიც ილია მეორე მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. […]

სეპარატისტებმა სამი დღით ჩაკეტეს ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის დე ფაქტო საზღვარი

Radiotavisupleba.ge 

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მმართველებმა სამი დღით ჩაკეტეს დე ფაქტო საზღვარი საქართველოს დანარჩენ ნაწილთან, აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო. გამშვები პუნქტების მუშაობა შეჩერდა 6 აგვისტოს საღამოს, ადგილობრივი დროით 20:00-ზე. საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება, რომ სეპარატისტული რეჟიმის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში გაკეთებული განცხადებით, გამშვები პუნქტების მუშაობა განახლდება ხუთშაბათს, 9 აგვისტოს.

შსს: ტყიბულის შახტთან დაკავშირებით დაკავებულმა პირებმა დაარღვიეს „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები

Radiotavisupleba.ge 

შსს საგანგებო განცხადებით ეხმაურება ტყიბულის შახტებში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით შვიდი პირის დაკავებას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს: "იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკავებული არიან... Читать дальше...

ექვსი ადამიანია დაკავებული ტყიბულის შახტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

Radiotavisupleba.ge 

ტყიბულის შახტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დაკავებულია კომპანია „საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი. მათგან ოთხი ტყიბულში, ხოლო ორი - ქუთაისში პოლიციის შენობაში მოათავსეს. მედიასაშუალებების თანახმად, დაკავებულების ახლობლებისათვის უცნობია, რას ედავება მათ გამოძიება. დაკავებულებს შორის არიან შახტის დირექტორი და მთავარი ინჟინერი. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, რამდენიმე პირის დაკავება უკავშირდება არა ბოლოს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, არამედ რამდენიმე თვის წინანდელ აფეთქებას, რომელსაც ასევე მოჰყვა მსხვერპლი. Читать дальше...

აფხაზი სეპარატისტების დელეგაცია სირიას ეწვია

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესტუმრა სირიას. ამის შესახებ ფეისბუკში წერს აფხაზი სეპარატისტების საგარეო უწყების ხელმძღვანელი, დაურ კოვე. დელეგაციას ხელმძღვანელობს სეპარატისტების ლიდერის ადმინისტრაციის უფროსი, ბესლან ბარციცი. ფეისბუკში გამოქვეყნებული ინფორმაციით, აფხაზების დელეგაციას ლიბან-სირიის საზღვარზე დახვდნენ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრის თანამშრომლები. მხარეები აპირებენ რამდენიმე საკითხის განხილვას, მათ შორისაა სირიაში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის... Читать дальше...

ქართველებო ნუ ყიდით მიწებს, მალე ჩვენი ადგილი აღარ დარჩება საქართველოში – ანიტა რაჭველიშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ქართველი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ქართული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, ნუ გაყიდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. “საუკუნეების წინ და დღემდეც ქართველები სიცოცხლეს ვწირავდით საკუთარი მიწების დასაცავად! დღეს უბრალოდ მოდიან და ამ მიწებს ყიდულობენ ჩვენი მტრები! აი ასე უბრალოდ! ფულზე გავიყიდეთ!  ქართველებო ნუ ყიდით მიწებს ნუ! ჩვენი ადგილი აღარ […]

საქართველოს სტუმრობენ პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ესტუმრნენ პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები იაცეკ ჩაპუტივიჩი, ლინას ლინკევიჩიუსი და ედგარს ლინკევიჩსი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით. მათ აეროპორტში დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. ვიზიტის გეგმით, სტუმრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას და შეხვდებიან ქვეყნის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.



„ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველის მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატის წარდგენას და მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვეტს, ვის დაუჭერს მხარს, რაც ყველა კანდიდატურა დასახელდება. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ. თალაკვაძის აზრით, „ახალი კონსტიტუციის პირობებში, კანდიდატი, რომელიც არც ერთი პარტიის მიერ არ იქნება წარდგენილი, უფრო ეფექტურად შეასრულებს საპრეზიდენტო ფუნქციებს“. Читать дальше...

საკონსტიტუვიო სასამართლოსთან ბათუმის ეპარქიის მრევლის აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს  საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მარიხუანის მოხმარების გამო პასუხისმგებლობის დაწესება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი არ არიან თანახმა  ნარკომოხმარება ქვეყანაში ისჯებოდეს, თუმცა, ამავე დროს, მარიხუანის მოხმარებას ეწინააღმდეგებიან: „არ უნდა დაიჭირონ, მათ უნდა უმკურნალონ, თუმცა ხელ-ფეხი არ უნდა გაუხსნან ნარკომომხმარებელს“, - აცხადებს აქციის მონაწილე ბელა წიფურია.  ბათუმის ეპარქიის მღვდელმსახურებმა საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადეს... Читать дальше...

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმის ეპარქიის მრევლის აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს  საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მარიხუანის მოხმარების გამო პასუხისმგებლობის დაწესება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი არ არიან თანახმა  ნარკომოხმარება ქვეყანაში ისჯებოდეს, თუმცა, ამავე დროს, მარიხუანის მოხმარებას ეწინააღმდეგებიან: „არ უნდა დაიჭირონ, მათ უნდა უმკურნალონ, თუმცა ხელ-ფეხი არ უნდა გაუხსნან ნარკომომხმარებელს“, - აცხადებს აქციის მონაწილე ბელა წიფურია.  ბათუმის ეპარქიის მღვდელმსახურებმა საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადეს... Читать дальше...

მსხვერპლი მოჰყვა ბოლონიასთან ავტოსაგზაო შემთხვევისას მომხდარ აფეთქებას

Radiotavisupleba.ge 

სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა და 50-მდე ადამიანი დაიჭრა იტალიაში, ბოლონიის აეროპორტის მახლობლად ესტაკადაზე მომხდარი აფეთქების შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც საწვავი გადაჰქონდათ, ავარიაში მოჰყვა და ცეცხლში გაეხვია. ცეცხლი მოედო ახლოს მყოფ ავტომანქანებსაც, აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა რამდენიმე სახლის მინები. ნაწილობრივ ჩამოიშალა ესტაკადა. პოლიციის ცნობით, ბოლონიის აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა.

აშშ-ში დაიბარეს რუსეთის წარმომადგენელი მოსკოვის „აგრესიულ ჩარევასთან“ დაკავშირებით

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვაშინგტონში რუსეთის საქმეთა რწმუნებული დაიბარა მოსკოვის მცდელობის გამო, სოციალური მედია გამოიყენოს „ძალადობის მხარდასაჭერად“ და აშშ-ის საზოგადოებაში განხეთქილების დასათესად. რუსეთმა დაგმო ეს ნაბიჯი, რომელსაც „მეგაფონიანი დიპლომატია“ უწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჰეზერ ნაუერტმა, 5 აგვისტოს ტვიტერში დაწერა, რომ „(სახელმწიფო) მდივნის მოადგილემ, (უეს) მიჩელმა რუსეთის საქმეთა რწმუნებული (დმიტრი) ჟირნოვი დაიბარა განმარტების მისაღებად კრემლის მცდელობებთან დაკავშირებით... Читать дальше...

სალმან რუშდის სამი ბუკერი

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს სალმან რუშდის „შუაღამის შვილებზე“, რომელმაც სამგზის დაიმსახურა ბუკერის პრემია.

რას უპირებდა თბილისს გალაკტიონი

Radiotavisupleba.ge 

აიდან დაყურებს ლირიკული გმირი ქალაქს, რა შეიძლება ჰქონდეთ საერთო ღვთისმშობელსა და საქართველოს დედაქალაქს, როგორ შეიძლება ათოვდეს მწუხარებას, რატომ ახსენებს პოეტების მეფე „ნერონის ცეცხლს“, რა კავშირია რომის იმპერატორსა და პოეტების მეფეს შორის, რატომაა თბილისი პოეტისთვის „გილიოტინა და ეშაფოტი“.

სენატორი რენდ პოლი: „გვჭირდება დიალოგი“ რუსეთთან

Radiotavisupleba.ge 

გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ-მა უფრო აქტიური დიალოგი უნდა აწარმოოს რუსეთთან და ღია უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის არხები. რუსეთში ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია იმის თქმა, რომ საჭიროა დიალოგი გვქონდესო, განაცხადა რენდ პოლმა - რესპუბლიკელმა სენატორმა კენტაკის შტატიდან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა. ის შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს და აღნიშნა, რომ რუსეთი და აშშ ერთმანეთისაგან... Читать дальше...

ევროკავშირი აპირებს ირანთან მიმართებით აშშ-ის სანქციების დაბლოკვას

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი აპირებს ირანთან მიმართებით აშშ-ის სანქციების დაბლოკვას და ირანში ევროპული კომპანიების ინტერესების დაცვას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინისა და ევროკავშირის სამი ქვეყნის - საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის - ფინანსთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ბრიუსელი აუცილებლად მიიჩნევს ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ძალაში დატოვებას. 7 აგვისტოს ევროკავშირში ძალაში შედის „ბლოკირების სტატუტი“. ის ევროპულ კომპანიებს ანიჭებს უფლებას... Читать дальше...

გიორგი თვალიაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი

Radiotavisupleba.ge 

კვირა, 29 ივლისი დილით გამოძინებას ვგეგმავდი, მაგრამ მეგობრის ზარმა გამაღვიძა. ტელეფონს ვუპასუხე. მახსოვს, დასმულ კითხვასაც შესაბამისი პასუხი გავეცი და კვლავ შევიბრუნე ძილი, თუმცა დილის ძილის ნეტარება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან, ერთმანეთზე მიყოლებით უმცროსიდან-უფროსისკენ, ჟრიამულით მოცუნცულდნენ ჩემი პრინცესა გვირილები (პრინცესა-გვირილებს ჩემს 3 შვილ გოგონას ვეძახი: თეკლა, რომელიც 9 წლის არის; ანამარია - 7 წლის და ლოლა, რომელიც ჯერ 5 წლისაა). ჩახუტებისთანავე სამივეს ერთი კითხვა აწუხებდა, რომელზეც წინა დღეს შევთანხმდით... Читать дальше...


Музыкальные новости




Rss.plus





სააკაშვილი: მხოლოდ „სრულ იდიოტებს“ შეუძლიათ იმის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზრით, „მხოლოდ სრულ იდიოტებსა და სრულ დებილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ (ომი) საქართველომ დაიწყო“. ეს შეფასება სააკაშვილმა გამოთქვა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით. იმის დასასაბუთებლად, რომ ომი არა საქართველომ, არამედ რუსეთმა დაიწყო, სააკაშვილს მოჰყავს, მაგალითად, სერგეი ბაღაფშის - აფხაზეთის მაშინდელი სეპარატისტი ლიდერის - გამონათქვამი ომის დაწყებამდე... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი კენჭს იყრის საქართველოს პრეზიდენტად

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი თავის კანდიდატურას დააყენებს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღო.  მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, უმთავრესი მიზანი იქნება საქართველოს სტაბილურობა და გაერთიანება, რაც არ გულისხმობს მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობას. მათ შორის სალომე ზურაბიშვილმა დაასახელა საზოგადოების გაერთიანება ქვეყნისთვის მთავარ საკითხებზე, რადგან ზურაბიშვილის განცხადებით... Читать дальше...

შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

Radiotavisupleba.ge 

შალვა ნათელაშვილი ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად. ის ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირეს „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა. ერთ-ერთი მათგანის, მიხეილ ქუმსიშვილის შეფასებით, ნათელაშვილი არის კანდიდატი, რომელიც ქვეყანას სჭირდება. პრეზიდენტის არჩევნები წელს, 28 ოქტომბერს გაიმართება. ნათელაშვილს ჯერ კიდევ 2017 წელს, დეკემბერში აქვს ნათქვამი, რომ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, რათა ხალხს დაუბრუნოს „დაკარგული დემოკრატია“-

ზაზა სარალიძემ გერმანიის საელჩოს მიმართა, სუსი კი გერმანიაში წერილის გაგზავნას უარყოფს

Radiotavisupleba.ge 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ და ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ გერმანიის საელჩოს მიმართეს წერილით, რომელშიც განმარტავენ ევროპაში გამგზავრების მიზეზს და იმას, თუ ვისთან გეგმავდნენ შეხვედრებს. „ველოდები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პასუხს, თუ რატომ მოიქცა ხელისუფლება ასე. რატომ მომექცა არა მარტო მე, არამედ მალხაზ მაჩალიკაშვილს. რატომ დამადანაშაულეს ტერორისტობაში. ფაქტია, რომ ტერორისტობაში დამადანაშაულეს“ - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. ის გერმანიის... Читать дальше...

უზბეკეთში პოლიციის მაღალჩინოსანი მოკლული იპოვეს საკუთარ კაბინეტში

Radiotavisupleba.ge 

უზბეკეთის პოლიციის მაღალჩინოსანი დილშოდ აკრამოვი დანით მიყენებული ჭრილობებით მოკლული იპოვეს სამუშაო კაბინეტში. მოკლული შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და საზოგადოებრივი უსაფრთოხების დეპარტამენტებს ედგა სათავეში. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე აკრამოვი ტაშკენტის პოლიციის კრიმინალურ დეპარტამენტს ედგა სათავეში. მკვლელობა 4 აგვისტოს მოხდა. გენერალური პოროკურატურა საქმეს იძიებს „განზრახ მკვლელობის“ მუხლით. მკვლელობის ვერსია ჯერჯერობით უცნობია.

"ადამიანები სწორად ვერ აღიქვამენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას"

Radiotavisupleba.ge 

6 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ სიხარულიძე, ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა "ურანტის" ხელმძღვანელი.




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России