ვენესუელის პრეზიდენტს აღლუმზე თავს დაესხნენ
Facebook Messenger Viber Twitter ვენესუელაში, სამხედრო აღლუმზე პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს სიტყვით გამოსვლის დროს სავარაუდოდ აფეთქება მოხდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაერში დრონზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ინციდენტმა პანიკა გამოიწვია. უსაფრთხოების სამსახურმა მადურო ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე პირი.