ავანეთში ნატოს სამი სამხედრო მოკლეს
თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად ავღანეთში ნატოს სამხედროები დაიხოცნენ. თავდასხმა მოხდა აღმოსავლეთ ავღანეთში. ამ ქვეყანაში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის განცხადების თანახმად, სამი ნატოელი სამხედროა მოკლული.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან, უწყების განმარტებით, ქართველი სამხედროები, ფარვანის პროვინციაში იმყოფებიან, თუმცა აფეთქება ჩეხი სამხედროების სექტორში მოხდა.