ესპანეთის პოლიციამ ქართველი და სომეხი „კანონიერი ქურდები“ დააკავა
ორი ქართველი და ერთი სომეხი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავა ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ მარბელიაში. ესპანური მედია, ეროვნული პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ დაკავებულია სომხეთის მოქალაქე, რომელიც ლიეტუვაში ცხოვრობდა და საქართველოს ორი მოქალაქე.
გამოცემა „ლა ვანგვარდიას“ ინფორმაციით, სამივე მამაკაცი ქალაქ მარბელიაში მდებარე, ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. მედია წერს, რომ ისინი სავარაუდოდ, ერთ-ერთი დაპირისპირებული დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ. ერთ-ერთი დაკავებული ქართველი, კი გავლენიან „კანონიერ ქარდად“ მიიჩნევა რუსეთში.
ჩხრეკისას პოლიციამ ფალსიფიცირებული დოკუმენტაცია და ყალბი პასპორტები ამოიღო. დაკავებულები წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფებიან.
ესპანური მედიის ცნობით, სამი პირის დაკავება გაგრძელებაა იმ სპეცოპერაციისა,რომელიც ივნისის ბოლოს ჩატარდა და რომლის ფარგლებშიც 129 პირი მისცეს პასუხისგებაში. დაკავებულთა შორის საქართველოს და სომხეთის მოქალაქეებიც იყვნენ.