Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2018

საკონსტიტუვიო სასამართლოსთან ბათუმის ეპარქიის მრევლის აქცია გაიმართა

0
აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს  საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მარიხუანის მოხმარების გამო პასუხისმგებლობის დაწესება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.


აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი არ არიან თანახმა  ნარკომოხმარება ქვეყანაში ისჯებოდეს, თუმცა, ამავე დროს, მარიხუანის მოხმარებას ეწინააღმდეგებიან: „არ უნდა დაიჭირონ, მათ უნდა უმკურნალონ, თუმცა ხელ-ფეხი არ უნდა გაუხსნან ნარკომომხმარებელს“, - აცხადებს აქციის მონაწილე ბელა წიფურია. 


ბათუმის ეპარქიის მღვდელმსახურებმა საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადეს, როგორც აცხადებდნენ,  „შვილების კეთილდღეობისთვის“. საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის შენობების წინ, ღია ცის ქვეშ, სანთლები დაანთეს და ილოცეს.




საპროტესტო აქციას პოლიტიკოსებიც შეურთდნენ. მათი ნაწილი აცხადებდა, რომ მომხრეა სასამართლო სისტემის რეფორმირებისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას გულისხმობს.


„გაუქმებას არ ვემხრობი, ვემხრობი რეორგანიზაციას, რომლის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო შეუერთდება უზენაეს სასამართლოს და უზენაესმა მიიღოს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.


საპროტესტო აქცია, რომლითაც ბათუმის ეპარქიის მრევლმა საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ფეისბუკის მოწოდებით გაიმართა. მიტროპოლიტმა  ანტისახელმწიფოებრივი უწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო.


თავად მიტროპოლიტი დიმიტრი საპროტესტო აქციაზე არ გამოჩენილა.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России