გორში, სტალინის ქუჩის აბრები შინდისის გმირების ქუჩის აბრებით შეცვალეს
დღეს გორში, სტალინის ქუჩაზე გამოჩნდა მისამართის აღმნიშვნელი ახალი აბრები, რომლებზეც სტალინის ქუჩის ნაცვლად აწერია ახალი მისამართი: შინდისის გმირების ქუჩა. საინიციატივო ჯგუფის, „მაროს“ წევრები უკვე დიდი ხანია ითხოვენ, რომ სტალინის ქუჩას დაერქვას მარო მაყაშვილის სახელი. ვინ არის სტალინის ქუჩის შინდისის გმირების სახელობის ქუჩით შეცვლის ინიციატორი, ჯერჯერობით უცნობია.